„ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №436 |
|
2023 წლის 7 ნოემბერი ქ. თბილისი |
„5. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ სამშენებლო სამუშაოების გამარტივებულ შესყიდვაზე, რომელიც ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის (GEO) საშუალებით „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებით დამტკიცებული წესის საფუძველზე, „ავარიული სახლების ჩანაცვლების“ პროგრამის ფარგლებში, ამავე წესით განსაზღვრული პროექტის განმახორციელებლის მიერ. ამ შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ერთეულის ფასების მიხედვით.“.
|