ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№308
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016693
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №308

2014 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების შესახებ

1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე:

 ა) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 149 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი საჩხერე, სოფელი ცხამი, საკადასტრო კოდი − 35.10.46.074, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

 ბ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 151 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი ვანი, სოფელი ბზვანი, საკადასტრო კოდი − 31.08.27.336, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

 გ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 201 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი ხარაგაული, სოფელი ნაბადური, საკადასტრო კოდი − 36.20.33.015, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

 დ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 113 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი ხარაგაული, სოფელი ღორეშა, საკადასტრო კოდი - 36.07.35.021, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით ;

 ე) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 200 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი ყაზბეგი, სოფელი გუდაური, საკადასტრო კოდი - 74.06.11.644, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით ;

 ვ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 105138 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ქალაქი საგარეჯო, საკადასტრო კოდი - 55.12.69.304, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით ;

 ზ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 221451 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ქალაქი საგარეჯო, საკადასტრო კოდი - 55.12.69.303, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით ;

 თ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 171721 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ქალაქი საგარეჯო, საკადასტრო კოდი - 55.12.69.305, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით ;

 ი) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 60080 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი თერჯოლა, სოფელი ეწერი, საკადასტრო კოდი - 33.07.37.054, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.

 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს მის კომპეტენციაში შემავალი შესაბამისი სარეგისტრაციო ქმედებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.02.2014.
როდის იქნა მიღებული „ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების შესახებ“?
„ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების შესახებ“ მიღებულია 20.02.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №308. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016693.
სად არის „ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.02.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების შესახებ“, №308, 20.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016693 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2261567/