ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1385
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019504
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1385

2015 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე:

ა) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების 102.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მცხეთა, სოფელი ძეგვი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 72.11.10.230, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

ბ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების 510.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი კარდენახი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 51.15.76.300, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

გ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების 32.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი ჯორჯიაშვილი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 84.03.40.129, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

დ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების 309.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, დაბა გუდაური, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 74.06.11.757, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

ე) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების 420.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: თიანეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზარიძეები, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 73.01.21.091, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს მის კომპეტენციაში შემავალი შესაბამისი სარეგისტრაციო ქმედებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი          ირაკლი ღარიბაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.06.2015.
როდის იქნა მიღებული „ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ“?
„ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ“ მიღებულია 30.06.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1385. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019504.
სად არის „ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ“, №1385, 30.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019504 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2898844/