ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№ 705
2015 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ
1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე:
ა) მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2130.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მცხეთა, სოფელი მისაქციელი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 72.03.19.322, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 23806.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მცხეთა, სოფელი წილკანი, სახლი 402, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 72.02.37.206, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
გ) მცხეთის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 306.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მცხეთა, წეროვანი, ნაკვეთი №8, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 72.08.26.359, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
დ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 288.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი მარნეული, სოფელი ქუთლიარი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 83.07.07.669, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
ე) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 25000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, სოფელი ნასაგური, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 81.08.11.478, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს მის კომპეტენციაში შემავალი შესაბამისი სარეგისტრაციო ქმედებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.04.2015.
- როდის იქნა მიღებული „ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ“?
- „ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ“ მიღებულია 08.04.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №705. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018933.
- სად არის „ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.04.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ“, №705, 08.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018933 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.04.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2813479/