„ირაკლი კოპლატაძისათვის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგის მინიჭების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების მოწონების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №336
2014 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
„ირაკლი კოპლატაძისათვის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგის მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების მოწონების თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს „ირაკლი კოპლატაძისათვის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგის მინიჭების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 19 თებერვლის №19/02/02 განკარგულება.
2. განხორციელდეს ამ განკარგულების პირველ პუნქტ ში მითითებული საქართველოს პრეზიდენტის განკარგულები ს კონტრასიგნაცია.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი