სასადილოების მოსაწყობად ქალაქ თბილისის საჯარო სკოლებში არსებული ფართობების აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით გაცემაზე თანხმობის მიცემის და იჯარის პირობების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1247
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 28/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1247

2010 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

სასადილოების მოსაწყობად ქალაქ თბილისის საჯარო სკოლებში არსებული ფართობების აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით გაცემაზე თანხმობის მიცემის და იჯარის პირობების განსაზღვრის შესახებ

„სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. მიეცეთ თანხმობა ქალაქ თბილისის საჯარო სკოლებს სასადილოების მოსაწყობად მათ სარგებლობაში არსებული ფართობების აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით ფიზიკური პირების ან კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემის თაობაზე.

2. სასადილოების მოსაწყობად ქალაქ თბილისის საჯარო სკოლებში არსებული ფართობების იჯარის ფორმით გაცემა განხორციელდეს თანდართული პირობებით.

3. ქალაქ თბილისის საჯარო სკოლებმა ამ განკარგულების განხორციელების მიზნით უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გატარება.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 ივნისის №761 განკარგულება „სასადილოების მოსაწყობად ქალაქ თბილისის საჯარო სკოლებში არსებული ფართობების იჯარის ფორმით გაცემისათვის აუქციონის საწყისი საიჯარო ქირისა და აუქციონის პირობების განსაზღვრის შესახებ“.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური

 

 

დანართი

  სასადილოების მოსაწყობად ქალაქ თბილისის საჯარო სკოლებში არსებული ფართობების აუქციონის გარეშე,  იჯარის ფორმით გაცემის პირობები

აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით გაცემას ექვემდებარება სასადილოების მოსაწყობად ქალაქ თბილისის რიგ საჯარო სკოლებში არსებული ფართობები შემდეგი პირობებით:

ა) საიჯარო ფართობის რემონტი;

ბ) ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის განმხოლოება (მრიცხველის დამონტაჟებით);

გ) სანიტარიული ნორმების დაცვა (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ნორმების შესაბამისად);

დ) ფართობის შესაბამისი ინვენტარით მოწყობა (მაგიდები, სკამები, დახლ-მაცივრები და სხვ.), რომელიც უნდა შეთანხმდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან;

ე) მენიუ, ჯანსაღი დაბალანსებული კვების რაციონით, რომელიც უნდა შეთანხმდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან;

ვ) საკვების ფასი არ უნდა აღემატებოდეს საცალო ქსელში არსებულ ფასს;

ზ) სასადილო უნდა აღიჭურვოს მინიმუმ ორი საბანკო ტერმინალით ( POSS წამკითხველით);

თ) ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მხოლოდ სახელობითი პლასტიკური ბარათებით;

ი) მოიჯარეს უფლება აქვს, გააკეთოს საკანცელარიო ნივთების რეალიზაციის წერტილი და განათავსოს წიგნები; ასევე, განათავსოს რეკლამა;

კ) პლასტიკური ბარათებით მომსახურება უნდა განხორციელდეს უფასო ტრანზაქციით;

ლ) იჯარის ვადა – 5 წელი;

მ) უნდა დამზადდეს სახელობითი პლასტიკური ბარათები შესაბამისი საჯარო სკოლის ყველა მოსწავლისა და სკოლაში მომუშავე პერსონალისათვის; დაკარგვის შემთხვევაში პლასტიკური ბარათის დამზადება იქნება ფასიანი;

ნ) პლასტიკური ბარათები დამატებითი რაოდენობით უნდა დამზადდეს სტუმრისა და გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის;

ო) მოსწავლის პლასტიკურ ბარათზე თანხის შევსება მშობლის მიერ შესაძლებელი უნდა იყოს ინტერნეტით, მობილური ტელეფონისა და სწრაფი გადახდის აპარატების (კომუნალური ჯიხურები) საშუალებით.