„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1017/01-52/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №189-№01-17/ნ |
|
2014 წლის 10 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1017/01-52/ნ ერთობლივ ბრძანებაში (ვებგვერდი, 31/12/2013წ., სარეგისტრაციო კოდი - 020090000.22.034.016268) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის (ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების მიერ სისხლის სინჯის აღების, შენახვისა და სათანადო საექსპერტო დაწესებულებისათვის გადაგზავნის წესები და ვადები): |
ა)
პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პუნქციის მიდამოში უნდა მოხდეს კანის დამუშავება სადეზინფექციო საშუალებით. კანის გასაწმენდად არ გამოიყენება სპირტი და ვერცხლისწყლის შემცველი სადეზინფექციო ნაერთები. სისხლის სინჯის აღებისას გამოიყენება ვაკუუმიანი ან ჩვეულებრივი სინჯარა, რომელიც უნდა იყოს სტერილური და შეიცავდეს ანტიკოაგულანტს და კონსერვანტს.“; |
ბ)
მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გამოსაკვლევი მასალა საექსპერტო დაწესებულებაში იგზავნება სინჯის აღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, სამედიცინო დაწესებულების სათანადო მიმართვის საფუძველზე. აღნიშნული ინფორმაცია წინასწარ ეცნობება გამოსაკვლევ პირს სინჯის აღების დროს.“. |
2.
ბრძანებით დამტკიცებული №3 დანართის (სისხლში ეთანოლის შემცველობის დასადგენად სისხლის სინჯის ამღები დაწესებულებებისა და ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დასადგენად სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხის განსაზღვრის შესახებ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 სისხლში ეთანოლის შემცველობის დასადგენად სისხლის სინჯის აღება შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში: ა) შპს „აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრი“ (ქ. თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას ქ. №18/20); ბ) შპს „ჯეო ჰოსპიტალს“ გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი (ქ. გურჯაანი, მარჯანიშვილის №35); გ) შპს „ჯეო ჰოსპიტალს“ დუშეთის სამედიცინო ცენტრი (დუშეთი, სტალინის ქ. №71); დ) სს „ქ. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო“ (ქ. რუსთავი, წმინდა ნინოს ქ. №3); ე) შპს „მედიქალ პარკი საქართველო“ აფრასიონ პეტრიაშვილის სახელობის მრავალპროფილიანი საავადმყოფო (ქ. ამბროლაური, ბრატისლავა რაჭის ქ. №11); ვ) შპს „მედიქალ პარკი საქართველო“ მესტიის საავადმყოფო (მესტია, გაბლიანის ქ. №13); ზ) შპს „მედიქალ პარკი საქართველო“ ხაშურის საავადმყოფო (ქ. ხაშური, რუსთაველის ქ. №40); თ) შპს „მედალფა“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრი (ოზურგეთი, ნინოშვილის ქ. №3); ი) შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ასპინძა (ასპინძა, ვარძიის ქ. №75); კ) შპს „ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრი“ (ქ. ქუთაისი, ჩხობაძის ქ. №20); ლ) შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ (ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. №2); მ) სს ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო „რესპუბლიკა“ (ქ. ზუგდიდი, კ. გამსახურდიას ქ. №206); ნ) შპს ,,არქიმედეს კლინიკა“ ლაგოდეხი (ქ. ლაგოდეხი, 9 აპრილის ქუჩა); ო) შპს ,,არქიმედეს კლინიკა“ სიღნაღი (ქ. წნორი, მშვიდობის ქუჩა); პ) შპს ,,არქიმედეს კლინიკა“ სენაკი (ქ. სენაკი, შ. რუსთაველის ქ. №110); ჟ) სს-საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება (ქ. საჩხერე, გომართელის ქ. №17).“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2014 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1017/01-52/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1017/01-52/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.03.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1017/01-52/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1017/01-52/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.03.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №189. სარეგისტრაციო კოდი — 020090000.22.034.016293.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1017/01-52/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1017/01-52/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1017/01-52/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.03.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1017/01-52/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №189, 10.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 020090000.22.034.016293 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.03.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2265594/