„არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №180 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №43 |
|
2016 წლის 22 აპრილი ქ. თბილისი |
„არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №180 ბრძანებაში (სსმ,100110000.22.038.016595, 04/01/2016) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-4 მუხლის: ა) მე-2 - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. არასრულწლოვანი ბრალდებულის რეესტრში არსებული სააღრიცხვო დოკუმენტები და პირადი საქმე, გარდა ნასამართლობის მქონე ბრალდებულისა, ნადგურდება მისი გათავისუფლებიდან 4 წლის ვადაში. 3. ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული არასრულწლოვნის რეესტრში არსებული სააღრიცხვო დოკუმენტები და პირადი საქმე, გარდა ნასამართლობის მქონე მსჯავრდებულისა, ნადგურდება მისი გათავისუფლებიდან 7 წლის ვადაში. 4. მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული არასრულწლოვნის რეესტრში არსებული სააღრიცხვო დოკუმენტები და პირადი საქმე, გარდა ნასამართლობის მქონე მსჯავრდებულისა, ნადგურდება მისი გათავისუფლებიდან 8 წლის ვადაში.“; ბ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. ამ მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ნასამართლობის მქონე არასრულწლოვნის რეესტრში არსებული სააღრიცხვო დოკუმენტები და პირადი საქმე ნადგურდება მისი გათავისუფლებიდან 10 წლის ვადაში.“. 2. მე-7 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) კომპეტენციის ფარგლებში ავსებს არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის დახასიათებას (დანართი №22);“; ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დაწესებულებაში ახლად მოთავსებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ უნდა შედგეს პირადი საქმე (დანართი №1). პირადი საქმის შედგენის მიზნით დაწესებულება ახდენს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტოგრაფირებას და დაქტილოსკოპირებას. ყველა ასეთ პირზე დგება ორი დაქტილოსკოპიური ბარათი (დანართი №9) და 6 ცალი ფოტოსურათი: ორი – ანფასში და ოთხი – პროფილში. ერთი დაქტილოსკოპიური ბარათი თავსდება პირადი საქმის პირველ ნაწილში, ხოლო მეორე დაქტილოსკოპიური ბარათი სააღრიცხვო ბარათთან ერთად იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფში. სამი ფოტოსურათი (ანფასი და პროფილი) ეკვრება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ანკეტას, სამი ფოტოსურათი (ანფასი და პროფილი) ინახება კონვერტში და ეკვრება პირად საქმეს. 4. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ბრალდებულის მიმართ ადგენს სააღრიცხვო ბარათს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ინახება კარტოთეკაში, ერთი იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფში, ხოლო მსჯავრდებულის მიმართ ადგენს სააღრიცხვო ბარათს ერთ ეგზემპლარად, რომელიც ინახება კარტოთეკაში (გარდა მე-3 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა).“. 3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ გეგმის წარმოებას.“. 4. მე-15 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „9. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სააღრიცხვო ბარათში კეთდება აღნიშვნა გარდაცვალების შესახებ. ამ შემთხვევაში, სააღირცხვო ბარათი ამოიღება დაწესებულებაზე რიცხულთა სააღრიცხვო-საცნობარო კარტოთეკიდან და თავსდება გარდაცვლილთა სააღრიცხვო-საცნობარო კარტოთეკაში. პირადი საქმე შესაბამისი გაფორმების შემდეგ შესანახად ბარდება სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის არქივის სამმართველოს, რომლის განადგურებაც ხდება გარდაცვალებიდან 3 წლის ვადაში.“. 5. მე-19 მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „17. მსჯავრდებულებზე, რომლებსაც სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის ვადაზე დამატებული აქვთ სასჯელი და იგი არა აქვთ მოხდილი, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოქმედ პირად საქმეზე დართვის მიზნით, შესაბამისი ორგანოდან, შესაძლებელია გამოთხოვილი იქნეს პირადი საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.“. 6. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„დანართი №1
არასრულწლოვანთა პირადი საქმე
არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის
გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––
სახელი –––––––––––––––––––––––––––––––––
მამის სახელი ––––––––––––––––––––––––––––
დაიწყო „ –––––– „ –––––––––––––––––20 წ.
დამთავრდა „ –––––– „ –––––––––––––––20 წ.
საარქივო № –––––––––––––
ფორმით გაუთვალისწინებელი წარწერების გაკეთება ყდაზე აკრძალულია
საქმის წინა ყდის შიდა მხარე ცნობები არასრულწლოვანი ბრალდებულის /მსჯავრდებულის გადარიცხვის შესახებ
რეგისტრაცია არასრულწლოვანი ბრალდებულის /მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ
საქმის მდგომარეობის შემოწმების შედეგები
პირადი საქმის I ნაწილი
არასრულწლოვნის პირადი საქმის პირველ ნაწილში ჩაიკერება შემდეგი დოკუმენტები: დაკავების ოქმი; სასამართლოს განჩინება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; პირადი ჩხრეკის ოქმი; დაკავებულის ანკეტა; დაქტილოსკოპიის ბარათი; აქტი ამოღებულ ფულზე, ძვირფასეულობაზე და სხვა საგნებზე; ცნობა ნასამართლობაზე; დოკუმენტი პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ, დაწესებულებაში გადაყვანაზე, გადაადგილებაზე; განაჩენები, დადგენილებები და სხვა საჭირო დოკუმენტები; შეწყალებასთან დაკავშირებული დოკუმენტები; დადგენილება; ამონაწერი ოქმებიდან და სხვა დოკუმენტები ამნისტიის შესახებ; წერილების ასლები გათავისუფლებაზე ან განაჩენის შეცვლის შესრულებაზე; ცნობა გარდაცვალების თაობაზე; აქტი უბედურ შემთხვევაზე (რომელიც იყო გარდაცვალების მიზეზი); სასამართლო სამედიცინო ოქმი გაკვეთაზე; აქტი გარდაცვლილის ნათესავებზე გადაცემის შესახებ, მიცვალებულის დასაფლავებაზე, ასლები გარდაცვალების შეტყობინებაზე, რომელიც გაიგზავნა ნათესავებთან; შეტყობინება გაქცევაზე; ცნობის ასლი გათავისუფლებაზე; დოკუმენტები პირადი ნივთების არსებობის თაობაზე. ყველა ეს დოკუმენტი აღირიცხება და ჩაიკერება პირად საქმეში მიღებისთანავე. აკრძალულია პირად საქმეს დავურთოთ გაუფორმებელი დოკუმენტების ასლები ან ამონაწერები, დოკუმენტის პროექტები ან სამუშაო ფურცლები. აღწერა დოკუმენტებისა, რომლებიც იმყოფება პირადი საქმის პირველ ნაწილში
პირადი საქმის II ნაწილი პირადი საქმის II ნაწილში ჩაიკერება შემდეგი დოკუმენტები: მოთხოვნა გამოძახებაზე, რომლებიც დაკავშირებულია ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან (გარდა იმ დოკუმენტებისა, რომელიც იკერება პირველ ნაწილში); ცნობა – ორიენტირი ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე, თუ მას ესაჭიროება განსაკუთრებული ყურადღება (როდესაც უნდა გაქცევა, ნარკოტიკების მიღება, თვითმკვლელობა, თავდასხმა თანამშრომლებზე და ა.შ.); დახასიათება, შეწყალების, პირობით ვადამდე გათავისუფლების, და/ან დარჩენილი სასჯელის შედარებით მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე გაგზავნილ მასალათა ასლები, დოკუმენტები წახალისებაზე და დისციპლინური სახდელის გამოყენებაზე, დადგენილება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ბადრაგირებაზე და მის მოხსნაზე და მასზე შესაბამისი მასალები; სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაცია; თანდართული წერილების ასლები საჩივრის განცხადებებისა და სხვა შეკითხვების გადაგზავნის თაობაზე, პასუხები საჩივრებსა და განცხადებებზე, ოქმები, ხელწერილი და სხვა დოკუმენტები, რომელსაც კავშირი აქვს ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან.
ყველა ეს დოკუმენტი აღირიცხება და ჩაიკერება პირად საქმეში მიღებისთანავე. აღწერა დოკუმენტებისა, რომლებიც იმყოფება პირადი საქმის მეორე ნაწილში
საქმის უკანა ყდის შიდა მხარე აღწერა პაკეტში შენახული დოკუმენტები
პაკეტის განთავსების ადგილი
7. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „დანართი №2 არასრულწლოვანი ბრალდებულის სააღრიცხვო ბარათი საცნობარო კარტოთეკის საწარმოებლად
სასამართლოს დასახელება, რომლის მიერაც შეფარდებულია აღკვეთის ღონისძიება––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– როდის –––––––– –––––––––––––––––––––20 წ. მუხლი ––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––სსკ–––––––––––––––––––––––––––––––––– ––––– სასჯელი–––––––––––––––––––––––––––––––წელი–––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მიენიშნოს მთლიანად დამატებითი სასჯელის ზომები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში „–––––“ –––––––––––20 წ. შენიშვნები განაჩენის –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შეცვლის შესახებ და ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ბრალდებულის/მსჯავრდებულის––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მოძრაობის შესახებ–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სააღრიცხვო ბარათი საცნობარო კარტოთეკის საწარმოებლად ბარათის პირველი გვერდი ბარათი (ფორმა №1)
გვარი------------------------------------------------------------------------------- პირადი საქმის ნომერი სახელი------------------------ მამის სახელი----------------------------------- ----------------------------- დაბადების თარიღი---------------------პირადი №---------------------------- მისამართი------------------------------------------------------------------------- ----------------------------- -------------------------------------------------------------------------------------- სოციალური მდგომარეობა----------------------------------------------------- ოჯახური მდგომარეობა------------------განათლება------------------------- ეროვნება----------------------მოქალაქეობა------------------------------------
გასამართლებულია-------------------------------------------------------------- დაკავებულია ------------------------------------------------------------------------------------- „-----„----------------- 20 წ. ------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------- დამკავებელი ------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------- აღნიშვნები განაჩენში ცვლილების შესახებ---------------------------------- --------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------- სასჯელის დასაწყისი:----------------------------------------------------------- ორგანოს დასახელება სასჯელის დასასრული:---------------------------------------------------------
წინა ნასამართლობა--------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------
ბარათის უკანა გვერდი
აღნიშვნები მსჯავრდებულის მოძრაობის შესახებ------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
აღნიშვნა გათავისუფლების შესახებ----------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ბარათი შეავსო------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ბარათში მოცემულ მონაცემს ვადასტურებ---------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ბარათის შევსების თარიღი „-------„-----------------------20 წ.
8. დანართი №14 ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „დანართი №14
9. დანართი №15 ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „დანართი №15
ცნობა პირადი საქმის მიხედვით
№ ___ პენიტენციური დაწესებულება
20 წ. ”––––––“ ––––––––––––––––––––––––––––––––
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი, გვარი, მამის სახელი ––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2. დაბადების წელი და ადგილი (სრული მისამართი) ––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3. საცხოვრებელი ადგილი დაპატიმრებამდე –––––––––––––––––––––––––––––
4. სად და ვისი განკარგულებით მიდის (თვითმმართველი ქალაქის, მუნიციპალიტეტის, დაწესებულების სრული მისამართი) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
5. სად ექვემდებარება ჩაბარებას საბადრაგო სამსახურის მიერ და რომელი პუნქტების გავლით ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
6. ბადრაგირების საფუძველი (ბრძანება, განკარგულება) –––––––––––––––––––
7. კატეგორიები (ძიებაში მყოფი, მსჯავრდებული) ––––––––––––––––––––––––
8. რომელი სასამართლოს მიერაა გასამართლებული (როდის, სსკ-ის რომელი მუხლით, რამდენი წელი მიესაჯა) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
9. საჭიროებს თუ არა გაძლიერებულ დაცვას –––––––––––––––––––––––––––
10. მსჯავრდებულის განსაკუთრებული ნიშნები –––––––––––––––––––––––
11. ექიმის ცნობა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მდგომარეობა (შეიძლება თუ არა მისი გადაყვანა) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ექიმის ხელის მოწერა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საბადრაგო ჯგუფის უფროსი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სურათის ადგილი
ბ.ა. დაწესებულების დირექტორი______________________სახელი, გვარი (ხელმოწერა)“.
|
|