„თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.163.016166
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №12

2014 წლის 28 თებერვალი

ქ. თელავი

 

„თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1.  შეტანილ იქნეს ცვლილება „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის №18 დადგენილებაში  და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: 

„მუხლი 4. სამსახურის მოსამსახურეები და მათი უფლება - მოვალეობები

1. სამსახურის მოსამსახურეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს  გამგებელი. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში სამუშაოდ მიიღება საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა და პიროვნული თვისებებით, განათლებით (არანაკლებ საშუალო განათლებისა), ფიზიკური მომზადებით და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი.

2. სამსახურის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე.

3. სამსახურს თავისი ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად ჰყავს:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) მთავარი სპეციალისტი - მოადგილე;

გ) წამყვანი სპეციალისტი;

დ) სპეციალისტი - ცვლის უფროსი;

ე) სპეციალისტი - უფროსი მეხანძრე;

ვ) სპეციალისტი - მეხანძრე;

ზ) სპეციალისტი - მძღოლი;

თ) სპეციალისტი - დისპეტჩერი (მეელსმენე);

ი) სპეციალისტი.

4. მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი სამსახურის მოსამსახურეების ფუნქციონალური მოვალეობები განისაზღვროს „სახანძრო დაცვის სამსახურის ორგანიზაციის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 26 ოქტომბრის N1254 ბრძანების შესაბამისად.

5. მოსამსახურის უფლებები:          

ა) სამსახურის პირადი შემადგენლობა სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას სარგებლობს საჭირო აღჭურვილობით და დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც ეძლევა უფასოდ, კანონით დადგენილი პერიოდულობით;

ბ) პირადი შემადგენლობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა კანონმდებლობის საფუძველზე ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას;

გ) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას თანამშრომლის დაღუპვის, დასახიჩრების და დაინვალიდების შემთხვევაში კომპენსაცია გაიცემა კანონით დადგენილი წესით“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

                 


თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედიმიტრი ბოჭორიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.02.2014.
როდის იქნა მიღებული „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 28.02.2014. მიმღები ორგანო — თელავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.163.016166.
რამდენი მუხლისგან შედგება „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.02.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №12, 28.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016166 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2266960/