,,თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის №373 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
100110000.22.038.016277
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №21

2014 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

 

,,თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის №373 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
,,თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 30 აპრილის №373  ბრძანებით (სსმ, 30/12/2013, 100110000.22.038.016251) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,1. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) შექმნილია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს  მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - პრობაციის ეროვნული სააგენტო) ტერიტორიულ ორგანოს.“.

2. პირველ მუხლს დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,31. პრობაციის ეროვნული სააგენტო მსჯავრდებულის ჯანმრთელობის დაცვის  უზრუნველყოფას პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ადამიანური რესურსისა და მედიკამენტების გამოყენებით.”.

3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმებას სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის შესაბამისი რესურსის გამოყენებით.”.

4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ახორციელებს ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ ფუნქციებს, აკონტროლებს  თანამშრომელთა მიერ კონსტიტუციის,  კანონის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებების ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას.“.

5. მე-7 მუხლის:

) მე-7 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) მსჯავრდებულის მიერ ამ დებულებითა და დაწესებულების  დღის განრიგით დადგენილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში ადგენს ოქმს, რომელსაც  შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს დაწესებულების უფროსს;“.

ბ. მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ახორციელებს მსჯავრდებულთა  მიერ დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის დაცვაზე კონტროლს;

გ) მე-9 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) ახორციელებს დაწესებულებაში შემომსვლელ და გამსვლელ პირთა შემოწმებას;

დ) მე-9 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მ) აწვდის ინფორმაციას აღსრულების სამსახურის ოფიცერს მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დღის განრიგის დარღვევის შესახებ;“.

6. მე-12 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილება, რომლითაც მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა თავისუფლების შეზღუდვით, მსჯავრდებულის პირადობის დამადასტურებელი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით. დაწესებულებას  ასევე მიეწოდება მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათი (დამოწმებული ასლი);“;

ბ)  მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. დაწესებულებაში მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა, მსჯავრდებული  გადის სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას, რომელიც მოიცავს ექიმი სპეციალისტის მიერ გასინჯვას, აუცილებელ პროფილაქტიკურ და ლაბორატორიულ გამოკვლევას. გამოკვლევის შედეგები, მათ შორის მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათი, რეგისტრირდება სამედიცინო პუნქტში და ამის შესახებ ეცნობება აღსრულების სამსახურის ოფიცერს.  მსჯავრდებული ამ მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში ექიმის მოთხოვნით, დაწესებულებაში მიღების დღიდან არაუმეტეს 3 დღისა, შეიძლება იმყოფებოდეს სხვა მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით.

10. მსჯავრდებულს დაწესებულების  სამედიცინო პუნქტში, როგორც წესი, წელიწადში ერთხელ უტარდება ტუბერკულოზზე შემოწმება.“.

7. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დაწესებულებაში „თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისად, დაცული უნდა იყოს სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ნორმები.“.

8. მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მსჯავრდებული განთავსებულია დაწესებულების საცხოვრებელ ბლოკში საერთო საცხოვრებლის ტიპის რამდენიმეადგილიან სათანადოდ  აღჭურვილ (საწოლი, კარადა, ტუმბო, სკამი, მაგიდა, ტელევიზორი,  განათება-გათბობისა და ვენტილაციის სისტემები) ოთახში.“.

9.  მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 2. მსჯავრდებულის კვების რაციონი  მოსახლეობის კვების ტრადიციებისა და  ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელი კომპონენტების (კალორიულობის დადგენილი სტანდარტი) გათვალისწინებით, განსაზღვრულია „თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

10. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დაწესებულების სამედიცინო პუნქტში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ხორციელდება სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის შესაბამისი რესურსებით მინისტრის მიერ განსაზღვრული პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხის ფარგლებში.“.

11.  მე-19 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„3. მსჯავრდებული, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გარდა, სრულად სარგებლობს ასევე „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული შესაძლებლობებით, დადგენილი წესის მიხედვით.“.

12. მე-20 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მსჯავრდებულის შრომითი საქმიანობა შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია განხორციელდეს მსჯავრდებულის თანხმობით მორიგეობის რეჟიმში, არასამაუშაო და უქმე დღეების ჩათვლით, შესაბამისად სამუშაო დღეებში დაწესებულებიდან სანაცვლო გათავისუფლებით. დაწესებულების უფროსის ნებართვით შესაძლებელია ასეთივე საქმიანობა განხორციელდეს დაწესებულების ტერიტორიის გარეთაც.“.

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, შრომითი საქმიანობის განხორციელებისას მსჯავრდებული დამსაქმებლის მიერ უზრუნველყოფილია უბედური შემთხვევისა და საწარმოო ტრამვისაგან დაზღვევით.“.

13.  25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მსჯავრდებულს, დაწესებულების დღის განრიგით განსაზღვრულ დროს, შეუძლია ტელევიზორით სარგებლობა საცხოვრებელ ოთახში ან  სპორტულ-კულტურული ბლოკის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დამონტაჟებული მონიტორის საშუალებით.“.

14.  32-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი საჩივრის ყუთს ხსნის ყოველი დღის ბოლოს დაწესებულების უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრისოზარ სუბარი