კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგიის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1551
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 03/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1551

2010 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგიის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ ლე­ ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს თანდარ­ თული კონ­ კუ­ რენ­ ციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრა­ ტეგია.

პრემიერ- მინისტრი                         . გილაური

 

 

კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგია

შესავალი

საქართველოს მთავრობის ამოცანაა ისეთი ინსტიტუციური და სამარ­თლებრივი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს საბაზრო ეკო­ნომიკის, თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობისა და კონკურენ­ციის ჩამოყალიბება-განვითარებას ევროკავშირისა და საერთაშორისო სტან­დარტების შესაბამისად.

ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომ­ცველი სტრატეგიისა და სამოქმედო პროგრამის შემუშავება.

სტრატეგია მომზადდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კო­ მისიის ფარგლებში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავი­ სუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოსამზადებელ საკითხთა კოორდინაციის უწყებათ ა შორისი სამუშაო ჯგუფის (შემდგომში – უწყე­ ბათ ა შორისი სამუშაო ჯგუფი) მიერ.

კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგიის (შემდგომში –სტრატეგია) საშუალებით საქართველოს მთავრობა გამოხატავს პოლი­ტიკურ ნებას, შეიმუშაოს კონკურენციის პოლიტიკა და მოიყვანოს კა­ნონმდებლობა და ინსტიტუტები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტი­კასთან შესაბამისობაში.

სტრატეგიის ძირითად მიზანს წარმოადგენს კონკურენციის ხელშეწყობა, მაქსიმალურად გამჭვირვალე და სამართლიანი კონკურენტული პირო­ბების შექმნით საქონლისა და მომსახურების წარმოებისა და მიმოქცევის ეფექტიანობის უზრუნველყოფა.

სტრატეგია ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:

● თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის ხელშეწყობა:

- დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აკრძალვა

- კონცენტრაციის რეგულირება

- კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების, შეთანხმებული ქმედე­ბების, ეკონომიკური აგენტების გადაწყვეტილებების და შეთანხმებული სატენდერო შეთავაზებების რეგულირება

● შესაბამისი ბაზრის განმარტება

● გამონაკლისთა ჯგუფის შემოღება

● სახელმწიფო დახმარების გაცემის პროცედურების სპეციალური წესე­ბის შემდგომი განვითარება და ეფექტიანობის ამაღლება

● უფლებამოსილი ორგანოს დამოუკიდებლობა და კონკურენციის შე­საძლო დარღვევებთან დაკავშირებით საქმის შესწავლის (შემდგომში – საქმის შესწავლა) უფლებამოსილებები

● უფლებამოსილი ორგანოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძ­ლიერება

● კონკურენციის კანონმდებლობის ეფექტურად აღსრულების უზრუნ­ველყოფა.

● სტრატეგია მოიცავს: პირველი, კონკურენციის სფეროში არსებული კა­ნონ­­მდებლობისა და ინსტიტუციური მოწყობის ანალიზს; მეორე, კონ­კურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგიის მომზადების სა­მუშაო პროცესის აღწერას; მესამე, კონკურენციის პოლიტიკის ძირითად პრინციპებსა და კომპონენტებს.

 

თავი 1. კონკურენციის სფეროს საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო

 

1.1. არსებული კანონმდებლობის მიმოხილვა    

დღეისათვის საქართველოში კონკურენციის საკითხებს არეგულირებს რიგი ნორმატიული აქტები:

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმი­ანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით...“.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 195-ე მუხლი ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მონოპოლიური საქმიანობისა და თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისათვის შესაბა­მისი ჯარიმის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებით.

 „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი მოიცავს დებულებებს არაკონკურენტული პირობების არსებობის დროს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ.

საქართველოში ანტიმონოპოლიური რეგულირება შემოღებულ იქნა 1992 წელს სახელმწიფო საბჭოს დეკრეტით „მონოპოლიური საქმიანობის შეზ­ღუდვისა და კონკურენციის განვითარების შესახებ“. 1996 წელს მიღებულ იქნა „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ საქარ­თველოს კანონი, რომელიც გაუქმებულ იქნა „თავისუფალი ვაჭრო­ბისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით 2005 წელს.

საქართველოს კანონი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესა­ხებ“ მიღებულ იქნა კონკურენციის პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში. აღნიშნული კანონის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენდა კო­რუფციის საფრთხის შემცირება „მონოპოლიური საქმიანობისა და კონ­კურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების პროცესში და, შედეგად, ბაზ­რის მონაწილეთათვის თანაბარი პირობების შექმნა.

„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი ძირითადად ორიენტირებულია სახელმწიფო დახმარებაზე. სა­ხელ­­მწიფო დახმარება განიმარტება, როგორც ნებისმიერი ფორმის ერთ­ჯერადი დახმარება, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო დახმარების შემდეგ ფორმებს:

● გადასახადებისაგან გათავისუფლება ან გადასახადის გადახდის გადა­ვადება

● ვალების ჩამოწერა

● რესტრუქტურიზაცია

● შეღავათიანი (კონცესიური) სესხების გაცემა

● სარფიანი სასესხო გარანტიები

● განსაკუთრებული პირობების შეთავაზება უძრავი ქონების შესაძენად

● სახელმწიფო შესყიდვების პროცესში უპირატესი (შეღავათიანი) პირო­ბები

● მოგების გარანტიები

● სხვა ექსკლუზიური უფლებების მინიჭება რიგი ეკონომიკური აგენ­ტებისათვის ან/და საქონლის წარმოებისათვის.

იკრძალება სახელმწიფო დახმარების ნებისმიერი ფორმა, რომელიც აფერხებს კონკურენციას ან ქმნის მისი შეფერხების საფრთხეს, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა, როგორიცაა: ფორსმაჟორული გარემოებები, სახელმწიფოს მონაწილეობა რიგი ეკონომიკური საქმია­ნობის ან ეკონომიკური ზონის განვითარებაში ან/და კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში.

როგორც ზემოთ აღინიშნა, არსებული კანონი ძირითადად შეეხება სა­ხელმწიფო დახმარებას. კანონის ეს კონკრეტული მახასიათებელი აიხსნება შემდეგი ფაქტორებით:

არსებული კანონი ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ მიღებულ იქნა გარდამავალი პერიოდისათვის. 2005 წლის რეფორმამდე საზოგადოებაში არსებობდა განცდა ძველი ანტიმონო­პოლიური სამსა­ხურის საქმიანობაში კორუფციის მაღალი რისკის შესახებ. შესაბამისად, ამ საკითხის გადაწყვეტისა და შემდგომი კორუფციის რისკის აღმოსაფხვრე­ლად მიღებულ იქნა ამჟამად მოქმედი კანონი ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“. ევროკავშირის წევრი სახელ­მწიფოების მსგავს ინსტიტუტებთან შედარებით, კანონი სსიპ – თავი­სუ­ფალი ვაჭრობისა და კონ­კურენციის სააგენტოს ანიჭებს შეზღუდულ ინსტი­ტუციურ უფლებამო­სილებას.

კონკურენციის სექტორული რეგულირება არსებობს და მოქმედებს. საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, სექტორები, სადაც დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და კონცენტრაციის რისკი ძალიან მაღალია, წარმოადგენს არალიბერალურ სექტორებს, რომლებიც რეგუ­ლირდება შესაბამისი კანონებითა და სექტორული მარეგულირებლებით. აღნიშნული პრაქტიკა გამოიყენება საქართველოშიც. რეგულაციები მოქ­მე­დებს ისეთ არალიბერალურ სექტორებში, როგორიცაა: ენერგეტიკა, კომუნიკაციები, საფინანსო სექტორი. 2005 წელს განხორციელებული რეფორმის შედეგად მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“, რომელიც ძირითადად ეხება სახელმწიფო დახმარებას. შესაბამისად, ზემოაღნიშნული არალიბერა­ლური სექტორები მოქცეულია კონკურენციის სპეციალური რეგული­რების ქვეშ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში არალიბერალური სექტო­რები ხასიათდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მნიშ­ვნელოვანი წილით ეკონომიკის სექტორებში და დიდი კომპანიების არსებობით. ბოლო წლების განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვეს­ტიციები აღნიშნულ სექტორებში შეადგენს ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაახლოებით 50%-ს.

ქართულ ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის მოპოვების და, შესაბამისად, მისი ბოროტად გამოყენების რისკი შედარებით დაბალია. საქართველოს საწარმოების დაახლოებით 98% არის მცირე ან საშუალო ზომის. აქედან გამომდინარე, ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის მოპოვების შესაძლებლობა ლიბერალურ სექტორებში მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე არალიბერალურ სექტორებში.

ვაჭრობის დაბალი სატარიფო და არასატარიფო ბარიერები. 2004 წლიდან განხორციელებული რეფორმების შედეგად შემოღებულ იქნა საქონლისა და მომსახურების იმპორტზე დაბალი ტარიფები და მნიშ­ვნელოვნად შემცირდა არასატარიფო ბარიერები. შედეგად, საქართველოს ეკონომიკა გახდა მნიშვნელოვნად ღია. შემცირდა ბაზარზე შემოსვლის ბარიერები და, შესაბამისად, ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის მოპოვების და მისი ბოროტად გამოყენების რისკიც.

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს კანონი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ არ მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა კონკურენციის სფეროში არსებული დეფინიციები, პრინციპები და რეგუ­ლაციები.

ამასთან, არც წინა და არც ამჟამად მოქმედი კანონი არ შეესაბამება ევროკავშირისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას კონკურენციის სფეროში.

1.2. არსებული ინსტიტუციური მოწყობა

 

ამჟამად, საქართველოში კონკურენციის სფეროს ინსტიტუციური ჩარჩო შედგება შემდეგი ინსტიტუტებისაგან:

● სსიპ – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო (შემ­დგომში – სააგენტო)

● სექტორული მარეგულირებლები არალიბერალურ სექტორებში:

- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც წარმო­ად­გენს სექტორულ მარეგულირებელს ელექტრონული კომუნიკაციებისა და საფოსტო მომსახურების სფეროში, შეიქმნა 2000 წელს.

- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, რომელიც წარმოადგენს სექტორულ მარეგუ­ლი­რებელს ენერგეტიკის, ბუნებრივი აირისა და წყლის მიწოდების სექ­ტორებში, შეიქმნა 1997 წელს.

კონკურენციის პოლიტიკა არალიბერალურ სექტორებში (მაგ. ელექ­ტრონული კომუნიკაციები, ელექტროენერგია, აირი და წყალმომარაგება) რეგულირდება სექტორული კანონებით, რომლებსაც აღასრულებენ შესა­ბამისი სექტორული მარეგულირებლები. ლიბერალიზაციის არარსებობის პირობებში აღნიშნულ სექტორებში ტარიფები და სხვა საბაზრო პირობები განისაზღვრება სექტორული მარეგულირებლის მიერ.

ამრიგად, ლიბერალიზაციის არარსებობის პირობებში სექტორული მარე­გულირებლები პასუხისმგებელნი არიან ეკონომიკურ, ტექნიკურ რეგული­რებასა და კონკურენციის დაცვაზე არალიბერალურ სექტორებში, მათ შორის, შეთანხმებული ქმედებებისა და დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების რეგულირებაზე.

1.3. ძირითადი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ნაკლოვანებები

მოქმედი კანონმდებლობა კონკურენციის შესახებ შეიცავს რიგ ნაკლო­ვანებებს, რომლებიც უნდა აღმოიფხვრას ამ სტრატეგიის შესაბამისად სა­ქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი რეფორმის შედეგად.

● პირველი, შეუძლებელია არსებული კანონი მიჩნეულ იქნეს „ჩარჩო კანონად“[1] , გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად მოქმედი კანონი არ შეიცავს კონკურენციის სფეროსათვის დამახასიათებელ ძირითად დეფ­ინიციებს, პრინციპებსა და პროცედურებს.

● მეორე, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ძირითადად ეხება სახელმწიფო დახმარებას, სახელმწიფო დახმარება და მისი გაცემის პროცედურები არ არის სათანადოდ განმარტებული.

● მესამე, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს არ გააჩ­ნდა საკმარისი დამოუკიდებლობა და კომპეტენცია. სააგენტო წარმოად­გენდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელ­მწიფო საქვე­უწყებო დაწესებულებას, მას თითქმის არავითარი კომპე­ტენცია არ გააჩ­ნდა კონკურენციის სფეროში, გარდა სახელმწიფო დახმა­რების რეგული­რებისა. ეს ინსტიტუტი დაარსდა გარდამავალი პერიო­დისათვის. ამჟამად მიმდინარეობს ინსტიტუციური რეფორმა.

 

თავი 2. კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგიის

მომზადების სამუშაო პროცესი

საქართველოს კონკურენციის პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამისი კანონმდებლობის ევროკავშირისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქ­ტიკასთან დაახლოების მიზნით საქართველოს მთავრობამ შექმნა უწყება­თაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შესაბამის სამინისტროებსა და ინსტიტუტებთან თანამშრომლობით შეიმუშავა სტრატეგიის პროექტი.

სტრატეგიის მომზადების პროცესში უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა:

● შეისწავლა და გააანალიზა საქართველოს კანონმდებლობა კონკურენციის სფეროში

შეისწავლა და გააანალიზა საერთაშორისო და ევროპული გამოცდი­ლება/მოთხოვნები კონკურენციის სფეროში

განსაზღვრა საქართველოს კონკურენციის პოლიტიკის პრიორიტეტები და პრინციპები

გააანალიზა საქართველოს კანონმდებლობის ნაკლოვანებები

კოორდინაცია გაუწია სტრატეგიის იმპლემენტაციისათვის აუცილებელ მოსამზადებელ სამუშაოებს

უზრუნველყო სამთავრობო ინსტიტუტების მონაწილეობა სტრატეგიის შემუშავების პროცესში. აქტიურად თანამშრომლობდა დაინტერესებულ მხარეებთან, დონორ ორგანიზაციებსა და შესაბამის ინსტიტუტებთან.

სტრატეგიის პროექტზე მუშაობის პერიოდში უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს დახმარება გაუწია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფ­მა. პროცესს უძღვებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლები.

კონკურენციის სფეროში ევროკავშირის ნორმატიული ბაზის ძირითადი პრინციპების უკეთ გაგების მიზნით უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა ევროპის კავშირის ფუნქციონირების სადამფუძნებლო ხელშეკრულება (TFEU), კონკურენციის სფეროში არსებული ევროკავ­შირის რეგულირე­ბები და დირექტივები, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონ­ფერენციის (UNCTAD) მოდალური კანონი კონკუ­რენცის შესახებ, მწვანე წიგნი ევროკავშირის ანტიმონოპოლიური წესების დარღვევისა და ზიანის შესახებ[2] , ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანი­ზაციის (OECD) კონკურენციის შეფასების ინსტრუ­მენტი, სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის, ევროკავშირის წევრი სახელ­მწიფოების, კონკუ­რენციის კანონმდებლობა და საუკეთესო პრაქტიკა. პარალელურად, კონ­სულ­ტაციები გაიმართა ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) მიერ მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტებთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფმა მოამზადა კონკუ­რენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგიის კონცეფცია და ძირი­თადი პრინციპები. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ (2009 წლის 28 ივლისს), რომელსაც თავმჯდომარეობდა საქართველოს პრემიერ-მინის­ტრი, მიმოიხილა და შეისწავლა სტრატეგიის კონცეფცია. კომისიის წევ­რებს მიეცათ ორი კვირის ვადა დოკუმენტზე საკუთარი კომენტარების გასაკეთებლად.

სექტემბრის დასაწყისში სტრატეგიის პირველადი პროექტი კომენტა­რებისათვის გადაეგზავნათ შესაბამის ინსტიტუტებს. 2009 წლის 8 სექ­ტემბერს მოხდა სტრატეგიის პროექტის განხილვა. სტრატეგია შეთან­ხმე­ბულ იქნა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიასთან და 2009 წლის 10 სექტემბერს წარედგინა ევროკომისიის სავაჭრო დირექ­ტო­რატს. კომისიამ სტრატეგიასთან დაკავშირებული კომენტარები საქარ­თვე­ლოს მთავრობას გაუგზავნა 2009 წლის 5 ნოემბერს. ექსპერტთა შეხვედრა კომისიასა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შო­რის შედგა ქ. ბრიუსელში 2009 წლის 25 ნოემბერს. შეხვედრის დროს მხარეებმა დეტალურად განიხილეს სტრატეგია და მოამზადეს სამოქმედო დასკვნების პროექტი, რო­მელიც მხარეებს შორის შეთანხმდა 2010 წლის იანვარში. აღნიშნული დასკვნები აისახა სტრატეგიის პროექტში.

სამოქმედო დასკვნების თანახმად სტრატეგიის პრო­ექტი გაეგზავნა GEPLAC-ის მიერ მოწვეულ შვედ ექსპერტს, ბატონ კრის­ტიან ბლუმეს, საქართველოში მის ვიზიტამდე. ექსპერტმა შეისწავლა სტრატეგია. შემდგომი სამი შეხვედრა ჩატარდა 2010 წლის 2-4 მარტს, ბატონ კრისტიან ბლუმესა და საქართველოს მთავრობის წარმომად­გენ­ლებს შორის.

2010 წლის თებერვალში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი დაესწრო OECD-ს მიერ ორგანიზებულ გლობალურ ფორუმს კონკურენციის საკითხებზე.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფისა და საქართვე­ლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომად­გენლებმა მონაწილე­ობა მიიღეს გერმანიის ტექნიკური დახმარების ორგანიზაციის (GTZ) მიერ ორგანიზებულ სამუშაო ვიზიტში, რომელიც მოიცავდა გერმანიის კონ­კურენციის პოლიტიკის საკითხების შესწავლას.

2010 წლის 13 მარტს სტრატეგიის შესწორებული პროექტი შესათან­ხმებლად წარედგინა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიას და გადა­ეგზავნა DG Trade-ს.

2010 წლის მაისში საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროკომისიის კომენტარები სტრატეგიის პროექტსა და სამოქმედო პროგრამაზე.

2010 წლის 3 ივნისს თბილისში გაიმართა შეხვედრა ახლად შექმნილ სსიპ – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის, ესტონეთის საელჩოსა და შვედე­თის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენ­ტოს (SIDA) წარ­მომადგენლებს შორის. შეხვედრაზე განხილულ იქნა სამო­მავლო თანამ­შრომლობისა და სააგენტოს ადმინისტრაციული შესაძლებ­ლობების განვითარების საკითხები. შეხვედრის მიზანი იყო დონორების დახმა­რების ეფექტური კოორდინირება.

2010 წლის 10 ივნისს თბილისში გაიმართა შეხვედრა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებსა და დონორებს შორის. შვედურ მხარეს წარმოადგენდა შვედეთის კონკურენციის სააგენტო და SIDA, ქართულ მხარეს წარმოადგენდა სსიპ – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის საა­გენტო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლები და მრჩე­ველთა ჯგუფი. შეხვედრის ფარგლებში კიდევ ერთხელ დეტალურად იქნა განხილული სტრატეგიის პროექტი. ქართულმა მხარემ მიიღო სასარგებლო რეკომენდაციები შვედური მხარისაგან. ორივე მხარემ გამოხატა სურვილი და მზადყოფნა მომავალი თანამშრომ­ლო­ბისთვის.

2010 წლის 25 ივნისს ექსპერტების შეხვედრა გაიმართა ქ. ბრიუსელში, სადაც განხილულ იქნა ყველა ღიად დარჩენილი საკითხი და მიღწეულ იქნა შეთანხმება, მომზადებულიყო სტრატეგიის საბოლოო პროექტი.

ქართულმა მხარემ შეიტანა ცვლილებები სტრატეგიაში და გაუგზავნა ევროკომისიას 2010 წლის 7 ივლისს.

საქართველოს მთავრობამ 2010 წლის 8 სექტემბერს მიიღო ევროკომისიის კომენტარები და ასახა ისინი სტრატეგიაში.

სტრატეგიის საბოლოო პროექტი გადაეგზავნა ევროკომისიას 2010 წლის 8 ოქტომბერს.

 

თავი 3. სტრატეგიის ხედვა – კონკურენციის პოლიტიკის ძირითადი

პრინციპები

 

სტრატეგია ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:

● თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფა

● ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევა ეფექტური ბაზრების მეშვე­ობით

● საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყ­ვანა ევროკავშირის და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან

● სამართლებრივი და ინსტიტუციური ბაზის შექმნა ეფექტური კონკუ­რენციის პოლიტიკის ჩამოყალიბებისათვის

● კონკურენციის ჩარჩო კანონის გავრცელება ეკონომიკის ყველა სექ­ტორზე

● კონკურენციის ჩარჩო კანონით ბაზარზე ანტიკონკურენციული ქმედე­ბების საწინააღმდეგო ზომების განსაზღვრა

● კონკურენციის ჩარჩო კანონით გამონაკლისთა ჯგუფის ზოგადი პრინციპების განსაზღვრა

● კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა

● კონკურენციის სააგენტოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცეს­ში სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ნებისმიერი ჩარევის დაუშვებ­ლობა

● კონკურენციის სააგენტოსათვის საქმის შესწავლის უფლებამოსილების მი­ნი­ჭება

● კონკურენციის კანონმდებლობის ეფექტური აღსრულების მექანიზ­მების შემოღება

● კონკურენციის ჩარჩო კანონისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების იმპლემენტაციისთვის ინსტიტუციური და ადმინისტრაციული შესაძლებ­ლო­ბების გაძლიერება

● თანმიმდევრული იმპლემენტაცია სამოქმედო პროგრამის შესაბამისად.

 

თავი 4. კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგიის კომპონენტები

4.1. კონკურენციის ჩარჩო კანონის მომზადება და მისი მიღება

როგორც უკვე აღინიშნა, არსებული კანონი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ შეიცავს რიგ ნაკლოვანებებს, რომლებიც შესა­ბამისობაში უნდა მოვიდეს ევროკავშირის და საუკეთესო საერთა­შორისო პრაქტიკასთან.

 

შესაბამისად, ჩარჩო კანონი უნდა მოიცავდეს შემდეგ დეფინიციებს, პრინციპებსა და რეგულირებებს კონკურენციის სფეროში:

დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აკრძალვა

კონცენტრაციის რეგულირება

შემზღუდველი შეთანხმებების, შეთანხმებული ქმედებების, ეკონო­მიკური აგენტების გადაწყვეტილებებისა და შეთანხმებული სატენდერო შეთავაზებების რეგულირება

 შესაბამისი ბაზრის დეფინიცია

 გამონაკლისთა ჯგუფის შემოღება

სახელმწიფო დახმარების გაცემის პროცედურების სპეციალური წესე­ბის განსაზღვრა

კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.

კონკურენციის ჩარჩო კანონი გავრცელდება ეკონომიკის ყველა სექტორზე, მათ შორის, არალიბერალურ სექტორებზე.

4.1.1. ჩარჩო კანონის მიმართება არალიბერალური სექტორების მარეგულირებელ კანონებთან

არალიბერალურ სექტორებში ამჟამად მოქმედი კანონები მოიცავენ კონკურენციის ძირითად საკითხებს. ამ სტრატეგიის მიზანია, კონ­კურენციის პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპები სრულად აისა­ხოს კონკურენციის ჩარჩო კანონში და მოხდეს მისი მისადაგება ეკონო­მიკის ყველა სექტორისადმი, მათ შორის, არალიბერალური სექტო­რები­სადმი.

არალიბერალური სექტორების მარეგულირებელ კანონებში უნდა შევიდეს ცვლილებები კონკურენციის ჩარჩო კანონთან მათი შესაბამისობის უზ­რუნ­ველყოფის მიზნით, კოლიზია უნდა აღმოიფხვრას და მიღწეულ უნდა იქნეს ერთიანობა.

4.1.2. კონკურენციის კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის და საერთაშორისო სტანდარტებთან

საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, კანონი კონკურენციის შესახებ უნდა არეგულირებდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა დომინი­რებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, შესაბამისი ბაზრის გან­საზ­ღვრა, კონცენტრაციის რეგულირება და ა.შ.

კონკურენციის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბა­მისობაში მოყვანის მიზნით კონკურენციის ჩარჩო კანონი უნდა მოიცავ­დეს შემდეგ დეფინიციებს, რეგულირებებს და იმპლემენტაციის დებუ­ლებებს:

 

 ანტიტრასტული დებულებები:

- დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება

- კონცენტრაციის რეგულირება

- შემზღუდველი შეთანხმებები, შეთანხმებული ქმედებები, ეკონომიკური აგენტების გადაწყვეტილებები და შეთანხმებული სატენდერო შეთავა­ზე­ბები

- შესაბამისი ბაზრის განსაზღვრა

- გამონაკლისთა ჯგუფი

სახელმწიფო დახმარება

- სახელმწიფო დახმარების გაცემის პროცედურების ზოგადი წესები

- მცირე მნიშვნელობის (De minimis) სახელმწიფო დახმარება

- სექტორული გამონაკლისები

ინსტიტუციური დებულებები:

- ინსტიტუციური დამოუკიდებლობა

- საქმის შესწავლის უფლებამოსილება

- გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.

ზემოაღნიშნული დეფინიციები, რეგულირებები და იმპლემენტაციის დებულებები უნდა გავრცელდეს ეკონომიკის ყველა სექტორზე. ამას­თანავე, ჩარჩო კანონი უნდა მოიცავდეს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორს.

სტრატეგიის შემდეგი თავები ეხება თითოეულ ზემოაღნიშნულ კომპო­ნენტს.

4.1.3. დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება

ევროკავშირის კანონმდებლობით შესაბამის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება იკრძალება.

დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ნიშნავს:

● პირდაპირი ან არაპირდაპირი არასამართლიანი შესყიდვის ან გაყიდ­ვის ფასების ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების დადგენას

● წარმოების, ბაზრების ან ტექნიკური განვითარების შეზღუდვას მომხმა­რებელთა საზიანოდ

● სხვადასხვა პარტნიორებთან ეკვივალენტური ტრანზაქციისას დის­კრი­მი­ნაციული პირობების დაწესებას, რაც მათ კონკურენტულად წამ­გებიან მდგომარეობაში აყენებს

● ხელშეკრულებების წინაპირობად მეორე მხარისათვის ისეთი დამა­ტებითი ვალდებულებების დაწესებას, რომლებსაც კომერციული თვალ­საზ­რისით, არ გააჩნიათ რაიმე კავშირი ამგვარ ხელშეკრულებებთან[3] .

კონკურენციის ჩარჩო კანონი გაითვალისწინებს დომინირებული მდგო­მა­რეობის ბოროტად გამოყენების განმარტებას ევროკავშირის კანონმდებ­ლობის შესაბამისად.

საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, დომინირებული მდგომარეობის სა­ბაზ­რო წილი შეიძლება დადგინდეს კანონით ან პრეცედენტული გზით[4] . ევროკავშირის ქვეყნებში კანონით დაწესებული დომინირებული მდგო­მარეობის განმსაზღვრელი ზღვარი მერყეობს 30%-50%[5] შორის.

იმ ეკონომიკური აგენტების საქმიანობა, რომელთა საბაზრო წილი კანონ­მდებლობით ან პრეცედენტული გზით დადგენილ ზღვარზე დაბალია, არ ექვემდებარება კონკურენციის რეგულირებას.

კონკურენციის ჩარჩო კანონის შემუშავების პროცესში მიღებულ იქნება გადაწყვეტილება იმის შესახებ, როგორ მოხდება დომინირებული მდგო­მარეობის განსაზღვრა, კანონით თუ პრეცედენტული გზით. ორივე მიდ­გომა სრულად შეესაბამება ევროკავშირისა და საერთაშორისო სტან­დარტებს.

დომინირებული მდგომარეობა თავისთავად არ გულისხმობს კონკუ­რენციის დარღვევას, სანამ არ მოხდება ამგვარი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. საბაზრო წილი უნდა განიხილებოდეს, როგორც ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ეკონომიკური აგენტების დომინირებული მდგო­­მარეობის დადგენისათვის და არა როგორც ზღვარი, რომლის ზემო­თაც ბოროტად გამოყენება უკვე სახეზეა. საბაზრო ძალაუფლება თავის­თავად ბოროტად გამოყენებას არ გულისხმობს. შესაბამისად, კონკურენ­ციის ჩარჩო კანონი ყურადღებას გაამახვილებს დომინირებული მდგომა­რეობის ბოროტად გამოყენების გამოვლენაზე.

ცალკეულ შემთხვევებში დომინირებული მდგომარეობის განსაზღვრი­სათვის საკმარის მტკიცებულებად არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ოფი­ცი­ალური სტატისტიკა დაკვირვებადი ეკონომიკის შესახებ. გამოყე­ნებული უნდა იყოს სხვა ხელმისაწვდომი კრიტერიუმები და წყაროები, მათ შორის, მონაცემები დაუკვირვებადი ეკონომიკის შესახებ (იხ. თავი 4.1.7), ბაზარზე გავლენის ანალიზი და ა.შ. ყველა შესაძლო შემთხვევაში საბაზრო წილის გაანგარიშებისას უნდა იქნეს გათვალისწინებული დაუკვირვებადი ეკონომიკა. კონკურენციის ჩარჩო კანონი განსაზღვრავს დაუკვირვებადი ეკონომიკის გათვალისწინების პრინციპს. კანონქვემდე­ბარე აქტები უზრუნველყოფენ დეტალურ ახსნას, როგორ და როდის უნდა იქნეს გათვალისწინებული დაუკვირვებადი ეკონომიკა.

რეგულირებას არ ექვემდებარება იმ ეკონომიკური აგენტების საქმიანობა, რომელთა საბაზრო წილიც იმყოფება ზღვარს ქვემოთ.

4.1.4. კონცენტრაციის რეგულირება

ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად:

1. კონცენტრაციას ადგილი აქვს, როდესაც:

ა) ორი ან მეტი ეკონომიკური აგენტი მთლიანად ან ნაწილობრივ ერწყმის ერთმანეთს;

ბ) ერთი ან რამდენიმე პირი, რომელიც აკონტროლებს სულ მცირე ერთ ეკონომიკურ აგენტს, ან ერთი ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტი მოი­პოვებს პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლს სხვა ეკონომიკურ აგენტზე ან მის ნაწილზე, წილის/აქციების ან ქონების შესყიდვის გზით, ხელშეკ­რულების ან სხვა სამართლებრივი საფუძვლით.

2. ეკონომიკურ აგენტთა საქმიანობაზე კონტროლის მოპოვება ხორცი­ელდება უფლებების ფლობის, ხელშეკრულებების ან სხვა სამარ­თლებრივი ურთიერთობების საფუძველზე, რაც ფაქტობრივი გარემო­ებების გათვალისწინებით იძლევა მნიშვნელოვანი ზეგავლენის განხორ­ციელების საშუალებას, კერძოდ:

ა) ეკონომიკური აგენტის მთელი აქტივების ან მათი ნაწილის ფლობის ან გამოყენების უფლების მეშვეობით;

ბ) უფლებების, ხელშეკრულებების ან სხვა სამართლებრივი ურთიერთო­ბების მეშვეობით, რომელიც იძლევა ეკონომიკურ აგენტთა ხელმძღვა­ნელობის გადაწყვეტილებებზე გადამწყვეტი ზეგავლენის მოხდენის საშუალებას.

3. კონტროლის მოპოვება ხდება ფიზიკური ან იურიდიული პირის ან იმ პირთა ჯგუფის მიერ, რომელიც:

ა) წარმოადგენს უფლების მფლობელს, ხელშეკრულების მიმღებს ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობის მხარეს;

ბ) მიუხედავად იმისა, რომ არ წარმოადგენს „ა“ ქვეპუნქტით გან­საზღვრულ მხარეს, გააჩნია უფლება, ისარგებლოს მათგან გამომდინარე უფლებებით[6] .

საერთაშორისო პრაქტიკა ითვალისწინებს კონცენტრაციის ex-ante (წინას­წარ) და ex-post (შემდგომ)[7] რეგულირებებს.

Ex-ante რეგულირების შემთხვევაში სავალდებულოა კონცენტრაციის შესახებ წინასწარი შეტყობინების მიწოდება კონკურენციის სააგენ­ტოსათვის, ხოლო ex-post რეგულირების შემთხვევაში არ მოითხოვება ამგვარი წინასწარი შეტყობინება.

კონცენტრაციის შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილებების სტატის­ტიკური მონაცემების მიხედვით კონცენტრაციების უმეტესობა დამტკი­ცებულია პირვე­ლივე ფაზაში, ყოველგვარი შემზღუდავი ვალდებულების დაწესების გარეშე[8] .

საქართველო გამოიყენებს კონცენტრაციების ex-ante რეგულირებას არალი­ბერალურ სექტორებში, სადაც კონცენტრირების შესაძლებლობა შედა­რებით მაღალია.

კონცენტრაციების ex-post რეგულირებისას კონკურენციის ჩარჩო კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ნებაყოფლობითი შეტყობინების შესაძლებლობა იმ ეკონომიკური აგენტებისათვის, რომლებმაც შეიძლება კონცენტრაციის შედეგად მოიპოვონ ბაზარზე დომინირებული მდგო­მარეობა.

ლიბერალურ სექტორებში მიზანშეწონილია კონცენტრაციების ex-post რეგუ­ლირების შემოღება საქართველოს ეკონომიკის მცირე მასშტაბე­ბიდან და, ფრაგმენტულობიდან გამომდინარე, სადაც საწარმოთა უმრავ­ლესობა მცირე და საშუალო ზომისაა. შესაბამისად, დომინირებული მდგო­მარე­ობის მოპოვებისა და ბოროტად გამოყენების რისკები კონ­ცენტრაციის შემ­თხვევაში უმნიშვნელოა და არ საჭიროებს აკრძალვებს. აღნიშნულ მიდგო­მას ამყარებს ევროკავშირის სტატისტიკა და უახლესი პრაქტიკა ც.

კონკურენციის ჩარჩო კანონით განისაზღვრება კონცენტრაციის შედე­გად დო­მი­ნირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აღმკვეთი ზო­მები.

კ ონკურენციის სააგენტო განიხილავს საქმეს დაზარალებული მხარის არ­სე­ბობის შემთხვევაში. კ ანონმდებლობა, ასევე გაითვალისწინებს კონ­ცენ­ტრაციის დროს სამართლებრივი სიცხადის საკითხებს.

 

4.1.5. შემზღუდავი შეთანხმებები, შეთანხმებული ქმედებები და ეკონომიკური აგენტების გადაწყვეტილებები

TFEU განმარტავს, რომ:

აკრძალულია ეკონომიკურ აგენტებს შორის შეთანხმებები, მიღებული გადაწყვეტილებები და შეთანხმებული ქმედებები, რომლებიც გავლენას ახდენენ წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობაზე და, რომელთა მიზანს წარმოადგენს კონკურენციის დარღვევა ან/და შეზღუდვა საერთო ბაზარ­ზე, კერძოდ:

● პირდაპირ ან არაპირდაპირ ადგენს ყიდვა-გაყიდვის ფასებს ან სხვა სავაჭრო პირობებს

● ზღუდავს ან კონტროლის ქვეშ აქცევს წარმოებას, ტექნიკურ განვითა­რებას ან საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებას

● ანაწილებს ბაზარს ან მიწოდების წყაროებს

● აწესებს დისკრიმინაციულ პირობებს სხვადასხვა პარტნიორებთან ეკვივა­ლენტური ტრანზაქციისას, რაც მათ კონკურენტულად წამგებიან მდგომა­რეობაში აყენებს

● მეორე მხარისათვის ხელშეკრულებების წინაპირობად აწესებს ისეთ დამა­ტე­ბით ვალდებულებებს, რომლებსაც კომერციული თვალსაზრისით არ გააჩნიათ რაიმე კავშირი ამგვარ ხელშეკრულებებთან.

 

2. ნებისმიერი შეთანხმება ან გადაწყვეტილება, რომელიც იკრძალება პირ­ველი პუნქტით, ჩაითვლება ბათილად.

3. პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება ეკონომიკურ აგენტებს შორის იმ შეთანხმებების, მათი გადაწყვეტილებების, შეთანხმებული ქმედებების მიმართ, რომლებიც ხელს უწყობს წარმოებას ან საქონლის მიმოქცევას, ტექნიკურ ან ეკონომიკურ პროგრესს, და ამასთანავე, მომ­ხმარებელს სთავაზობს სარგებლის სამართლიან წილს და რომლებიც:

● ეკონომიკურ აგენტებს არ უწესებს ისეთი შეთანხმების პირობებს, რომლე­ბიც არ არის უშუალოდ დაკავშირებული აღნიშნული მიზნების მიღწე­ვასთან

● საშუალებას არ აძლევს ეკონომიკურ აგენტებს, აღკვეთონ კონკურენცია პროდუქციასთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით[9] .

● კონკურენციის ჩარჩო კანონი გამოიყენებს შემზღუდავი შეთანხმებების, შეთანხმებული ქმედებებისა და ეკონომიკური აგენტების გადაწყვე­ტი­ლებების განმარტებას ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად.

● კონკურენციის ჩარჩო კანონი განსაზღვრავს შემზღუდავ შეთანხმებებს, როგორც უკანონო შეთანხმებებს კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებს შო­რის, რომლებიც:

● აწესებენ ან ზრდიან ფასებს კოორდინირებული ქმედებების შედეგად

● ზღუდავენ მიწოდებას წარმოების ან გაყიდვების შემცირებით

● მიზანმიმართულად იყოფენ ბაზარს ან მომხმარებელს

კონკურენციის ჩარჩო კანონი, ასევე განსაზღვრავს შემზღუდავ შეთან­ხმებებს, როგორც უკანონო შეთანხმებებს ეკონომიკურ აგენტებს შორის, რომლებიც მოქმედებენ საქონლის ან მომსახურების წარმოების და მიმოქ­ცევის ჯაჭვის სხვადასხვა დონეზე და რომლებიც:

● აწესებენ შეზღუდვებს მიმწოდებელზე, ან

● აწესებენ შეზღუდვებს მყიდველებზე (ვერტიკალური შეზღუდვა).

შემზღუდავი შეთანხმებები უნდა ჩაითვალოს ბათილად მათი აღმოჩენის ან გამოვლენის შემთხვევაში.

საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად შემზღუდავი შეთანხმებები, ეკონო­მიკური აგენტების გადაწყვეტილებები და შეთანხმებული ქმედებები აკრძალულია. თუმცა სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობით არსებობს გამონაკლისები ზოგადი წესიდან, რომლებიც შეესაბამებიან TFEU-ს მიერ დადგენილ რეგულირებებს. 2004 წელს, რეფორმის შედეგად, თFEU-ს 101-ე მუხლის მე-3 პუნქტი გახდა უფრო განზოგადებული და გაიზარდა გამონაკლისები აკრძალვებიდან. გამონაკლისები ცნობილია, როგორც გამონაკ­ლისთა ჯგუფი.

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ევროკავშირის რეგულაციები (კომისიის რეგულაცია №2790/1999, 1999 წლის 22 დეკემბერი, სადამფუძნებლო ხელშეკრულების 81(3) მუხლის გამოყენების შესახებ ვერტიკალური შეთან­ხმებებისა და შეთანხმებული ქმედებების მიმართ; კომისიის რე­გულირება №2658/2000, 2000 წლის 29 ნოემბერი, ხელშეკრულების 81(3) მუხლის გამოყენების შესახებ სპეციალიზებული შეთანხმებების მი­მართ) განსაზღვრავს გამონაკლისებს აკრძალული ვერტიკალური და ჰორიზონ­ტალური შეთან­ხმებებიდან.

კონკურენციის ჩარჩო კანონი განმარტავს გამონაკლისთა ჯგუფის კრი­ტერიუმებს, როგორც ეს მოცემულია TFEU-სა და მის შესაბამის რეგუ­ლაციებში. კანონქვემდებარე აქტებით გამონაკლისთა ჯგუფი უფრო დე­ტა­­ლურად განისაზღვრება.

შემზღუდავი შეთანხმებები და ეკონომიკური აგენტების გადაწყვეტი­ლებები არ ჩაითვლება კონკურენციის შემზღუდავად, თუ ისინი ხელს უწყობენ:

● საქონლის და მომსახურების წარმოებას და მიმოქცევას

● ტექნიკურ და ეკონომიკურ პროგრესს და იმავდროულად მომხმა­რებ­ლებს სთავაზობს სარგებლის სამართლიან წილს.

 

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებობს აკრძალვებიდან რიგი გამონაკლისები. პირველ რიგში, მცირე მნიშვნელობის შემზღუდველი შეთანხმებები არ ხვდებიან რეგულირების მოქმედების ქვეშ. შეთანხმება ჩაითვლება მცირე მნიშვნელობის მქონედ, თუ მონაწილე ეკონომიკური აგენტების საერთო წილი არ აღემატება შესაბამისი ბაზრის 10%-ს[10] , გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ მიზანს წარმოადგენს:

● კონკურენტთა შორის ყიდვა-გაყიდვის ფასების პირდაპირი ან არაპირ­დაპირი დაწესება

● კონკურენტებს შორის ბაზრის გაყოფა.

მცირე მნიშვნელობის შემზღუდველი შეთანხმებები აკრძალულია იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი შეთანხმებების ჯამური შედეგი იწვევს ბაზარზე კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვას.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით ხელშეკრულებების გარკვე­ული კატეგორიები შეიძლება განისაზღვროს, როგორც გამონაკლისი საერთო შეზღუდვიდან. ასეთი გამონაკლისების დადგენისას საქართვე­ლოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს კანონით განსაზღვრული კრიტე­რიუმები. კერძოდ, შეთანხმებები არ იქნება აკრძალული, თუ:

● ხელს უწყობენ საქონლისა და მომსახურების წარმოებისა და მიწოდების სათანადო ორგანიზებას, ტექნიკურ და ეკონომიკურ პროგრესს, კონკუ­რენტუნარიანობის გაუმჯობესებას, ან გარემოს დაცვას

● მომხმარებელს სთავაზობენ სარგებლის სამართლიან წილს

● ისინი არ ქმნიან იმის შესაძლებლობას, რომ კონკურენცია გამოირიცხოს შესაბამისი პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილის მიმართ

● კომპეტენტური ორგანო ჩათვლის, რომ ხელშეკრულება საბოლოო ჯამში საზოგადოებისთვის სასარგებლოა.[11]

ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყნებში აკრძალვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მწარმოებლების ან მათი გაერთიანებების იმ შეთანხმებებზე, გადაწყვეტილებებსა და შეთანხმებულ ქმედებებზე, რომ­ლებიც ეხება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას ან გაყიდ­ვას, ან მოწყობილობებისა და ინფრასტრუქტურის საერთო გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი შეთანხმებების, შეთანხმებული ქმედე­ბების ან გადაწყვეტილებების შედეგად კონკურენცია მნიშვნელოვნად იზღუდება.

4.1.6. სახელმწიფო დახმარება

ევროკავშირის კანონმდებლობა განსაზღვრავს სახელმწიფო დახმარებას, როგორც ნებისმიერ დახმარებას, რომელიც გაცემულია წევრი ქვეყნების სახელმწიფო რესურსებიდან ნებისმიერი ფორმით და:

● ახდენს მიმღების ეკონომიკურ წახალისებას

● გაცემულია შერჩევითი პრინციპით კონკრეტული ფირმების ან კონ­კრეტული საქონლის წარმოებისათვის

● შეიძლება შეზღუდოს კონკურენცია და

● გავლენას ახდენს წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობაზე.[12]

კონკურენციის ჩარჩო კანონით სახელმწიფო დახმარება განიმარტება ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად.

მოქმედი კანონი ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ ძირითადად ორიენტირებულია სახელმწიფო დახმარებაზე. სახელმწიფო დახმარების ნებისმიერი ფორმა, რომელიც ზღუდავს ან საფრთხეს უქმნის კონკურენციას, იკრძალება, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, კერძოდ: სახელმწიფო დახმარება დასაშვებია ფორსმაჟორის შემთხვევაში, გარკვეული ეკონომიკური საქმიანობის ან ეკონომიკური ზონის განვითა­რების ან/და კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარ­ჩუ­ნების ხელშეწყობის მიზნით.

ევროკავშირის რეგულაციების და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პრაქტიკის შესაბამისად, მოქმედებს სახელმწიფო დახმარების ex-ante რეგულირება, რაც ნიშნავს იმას, რომ წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან ევროკომისიას წინასწარ შეატყობინონ დაგეგმილი სახელმწიფო დახმარების თაობაზე. დაუშვებელია სახელმწიფო დახმარების გაცემა კომისიის თანხმობის გარეშე. თუ სახელმწიფო დახმარების გამცემი დაარღვევს კომისიის გადაწყვეტილებას, კომისიას აქვს სასამართლოში გასაჩივრების უფლება.

ევროკავშირის რეგულირება განმარტავს[13] De minimis ( მცირე მნიშვნე­ლობის) სახელმწიფო დახმარებას, როგორც ერთ საწარმოზე გაცემულ სახელმწიფო დახმარებას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 200 000 ევროს სამი წლის მანძილზე. ეს ზღვარი მოქმედებს დახმარების ფორმის ან მიზნის მიუხედავად.

 

De minimis სახელმწიფო დახმარება არ ექვემდებარება ევროკომისი­ისათვის წინასწარ შეტყობინებას (TFEU-ს 108(3) მუხლი).

 

კომისიის რეგულაცია,[14] ასევე განმარტავს სახელმწიფო დახმარების გაცე­მის ზოგადი წესებიდან გამონაკლისებს. კომისიას შეუძლია დაადგინოს, რომ დახმარების შემდეგი კატეგორიები შეესაბამება საერთო ბაზარს და არ უნდა დაექვემდებაროს TFEU-ს 113(3) მუხლის მოთხოვნებს:

დახმარება გაცემულია:

მცირე და საშუალო ზომის საწარმოებზე

კვლევისა და განვითარებისათვის

გარემოს დაცვისათვის

დასაქმებისა და ტრენინგისათვის

რეგიონალური დახმარება, რომელიც დამტკიცებულია კომისიის მიერ თითოეული წევრი სახელმწიფოსათვის.

 

ევროკომისიის თანხმობის მიღება არ არის აუცილებელი აღნიშნული სახელმწიფო დახმარებების გაცემისათვის.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კონკურენციის ჩარჩო კანონით წინასწარ შეტყობინებას არ დაექვემდებარება:

De minimis  სახელმწიფო დახმარება

ჩარჩო კანონით განსაზღვრული გამონაკლისთა ჯგუფი

 

კონკურენციის ჩარჩო კანონში აისახება სახელმწიფო დახმარებასთან დაკავშირებული მთავარი პრინციპები და მათი გაცემის პროცედურების ზოგადი წესები. კონკურენციის ჩარჩო კანონის შესაბამისად, სახელმწიფო დახმარების გამცემმა პირმა (მაგ. სახელმწიფო ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საჯარო სამართლის იური­დიული პირები, კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც სახელმწიფო დახ­მარებას გასცემენ სახელმწიფოს სახელით და ა.შ.) უნდა დაასაბუთოს სახელ­მწიფო დახმარების გაცემის საჭიროება, მისი ფორმა და ბენე­ფიციარები, და კონკურენციის სააგენტოს უნდა წარუდგინოს შეტყო­ბინება. სახელმწიფო დახმარების გამცემმა, ასევე უნდა წარადგინოს შესა­ბამისი ბაზრის ანა­ლიზი და შეფასება, რათა დაასაბუთოს კონკურენციის შეზღუდვის უმნიშ­ვნელო ხასიათი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მისაღები სახელ­მწიფო დახმარებით გამოწვეული დადებითი მხარეები და შეზღუდვები. ამ შეფასების საფუძველზე კონკურენციის სააგენტომ უნდა შეამოწმოს მი­წოდებული დოკუმენტაციების ნამდვილობა და სისწორე.

თუ კონკურენციის სააგენტოს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი წარდგენილ დოკუმენტებთან დაკავშირებით ან ჩათვლის, რომ სახელმწიფო დახ­მა­რების გაცემა ზიანს მიაყენებს თავისუფალ და სამართლიან კონკუ­რენციას, სააგენტო მიმართავს საქართველოს მთავრობას შესაბამისი რეკომენდა­ციებით. საქართველოს მთავრობამ უნდა განიხილოს კონკურენციის საა­გენ­ტოს მიერ მიწო­დებული რეკომენდაციები და მიიღოს გადაწყვე­ტილება.

თუ გაცემული სახელმწიფო დახმარება მნიშვნელოვნად ზღუდავს კონ­კუ­რენციას, დაინტერესებულ მხარეებს უფლება ექნებათ, მიმართონ სასა­მართლოს.

4.1.7. შესაბამისი ბაზარი

ევროკავშირის კანონმდებლობა შეიცავს შესაბამისი ბაზრის შემდეგ დეფი­ნიციას:

შესაბამისი გეოგრაფიული ბაზარი - მოიცავს იმ არეალს, სადაც ხდება საქონლის ან/და მომსახურების მიწოდება და მოთხოვნა, სადაც კონკუ­რენციის პირობები მნიშვნელოვნად ერთგვაროვანია და რომელიც შეიძ­ლება გამოცალკევებულ იქნეს მეზობელი არეალიდან კონკურენციის შე­სამ­ჩნევად განსხვავებული პირობების არსებობის გამო

შესაბამისი სასაქონლო ბაზარი – შედგება იმ საქონლის ან/და მომსა­ხურებისაგან, რომელთა ერთმანეთში ჩანაცვლება შეუძლია მომ­ხმარე­ბელს, პროდუქტის მახასიათებლებიდან, ფასისა და დანიშნუ­ლებიდან გამომდინარე. [15]

შესაბამისი გეოგრაფიული ბაზრის განმარტება შეიძლება იყოს ადგი­ლობრივი, ეროვნული, საერთაშორისო, ან სულაც გლობალური, და შეიძ­ლება ითვალისწინებდეს კონკრეტულ პროდუქტს, პროდუქტის მიწო­დების ალტერნატიულ მახასიათებლებს, სპეციფიკური ფაქტორების არსე­ბობას ან არარსებობას (მაგ. ტრანსპორტირების ღირებულება, ტარიფები, ან სხვა მარეგულირებელი ბარიერები და ზომები, რომლებიც ზღუდავს იმპორტს ადგილობრივ ბაზარზე) .

საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად შესაბამისი ბაზრის განმარტება ითვალისწინებს შესაბამისი ბაზრის როგორც გეოგრაფიულ არეალს, ისე ურთიერთჩანაცვლებად საქონელს/მომსახურებას. შესაბამისი ბაზარი, ღია ეკონომიკის პირობებში, არ არის სავალდებულო, ემთხვეოდეს სახელ­მწიფო საზღვრებს. შესაბამისი ბაზარი უნდა მოიცავდეს ყველა საჭირო ურთიერთჩანაცვლებად საქონელს/მომსახურებას და ყველა პოტენციურ კონკურენტს, რომელთაც მომხმარებელმა შესაძლოა მიმართოს დროის მოკლე მონაკვეთში.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შესაბამისი ბაზრის განმარტებისას ითვალისწინებენ ურთიერთჩანაცვლებად საქონელს/მომსახურებას, რომ­ლე­ბიც ექვემდებარებიან შეთანხმებებს და გეოგრაფიულ არეალს, რომლის გარეთაც:

● მომხმარებელს არ შეუძლია საქონლის შეძენა ან მათი შეძენა შეუძლია ნაკლებად სარგებლიანი პირობებით; ან

● საქონლის გამყიდველს არ შეუძლია საქონლის გაყიდვა, ან შეუძლია გაყიდვა ნაკლებ სარგებლიანი პირობებით.

ურთიერთჩანაცვლებადი საქონელი უნდა იქნეს შეფასებული დანიშნუ­ლების, ფასის, ხარისხისა და სამომხმარებლო პირობების გათვალის­წინებით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კონკურენციის ჩარჩო კანონი შესაბამისი ბაზრის განსაზღვრისას იხელმძღვანელებს შემდეგით:

 

●  საქართველო შედარებით პატარა ბაზარია ღია ეკონომიკით. ამიტომ კანონი შესაბამისი ბაზრის განმარტებისას არ უნდა იზღუდებოდეს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიით. საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები (F TA) ყველა მოსაზღვრე მეზობელთან. აქედან გამომდინარე, ცალკეულ შემთხვევებში მოსაზღვრე ბაზარი ან მისი ნა­წილი უნდა ჩაითვალოს სამეზობლო არეალად იმ პირობით, რომ კონკუ­რენციის პირობები მნიშვნელოვნად ერთგვაროვანია

● შესაბამისი ბაზრის მოქნილი განმარტება იქნება შემოღებული, რომელიც გაითვალისწინებს გეოგრაფიულ არეალთან ერთად ურთიერთჩანაც­ვლებად საქონელს/მომსახურებას. ცალკეული შემთხვევებისათვის, შესაბა­მისი ბაზრის განმარტება მოხდება საქმის არსიდან გამომდინარე

● შესაბამისი ბაზრისა და დომინირებული მდგომარეობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი. დაუკვირვებადი ეკონომიკა მოიცავს არაფორმალურ წარმოებას, რო­მელიც არ არის დაფიქსირებული რეგულარული სტატისტიკური კვლევებით, კერძოდ, საოჯახო წარმოება საკუთარი მოხმარებისთვის ან ეკონომიკური ქმედებები გაყიდვის მიზნით, რომელსაც ახორციელებენ არაკორპორირებული საწარმოები საოჯახო წარმოების სექტორში და, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებულნი, ან არიან პატარა ზომის, თუმცა, მათმა ერთობლივმა საბაზრო წილმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ბაზარზე[16] . დაუკვირვებადი ეკონომიკა ასევე მოიცავს იმ დარეგისტრირებული საწარმოების საქმიანობას, რომლებიც საქარ­თველოს კანონმდებლობის თანახმად გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან და, ამგვარად, მათი საქმიანობის ტიპი ვერ აისახება რეგულარულ სტატისტიკურ კვლევაში. აღნიშნულიდან გა­მომ­დინარე, დაუკვირვებადი ეკონომიკა არ არის ჩრდილოვანი ეკონომიკა (იმდენად, რამდენადაც იგი მოიცავს ლეგალურ საქმიანობას, მაგალითად, საოჯახო მეურნეობათა საქმიანობას). სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური პერიოდულად ატარებს სპეციალურ კვლევებს, რათა განსაზღვროს დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი სხვადასხვა სექ­ტორ­ებში. კონკურენციის სააგენტოს შეუძლია გამოიყენოს სსიპ – სა­ქართველოს სტატის­ტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული კვლე­ვები დაუკვირ­ვებადი ეკონომიკის შესახებ ან თავად დაუკვეთოს კონკრეტული კვლევა საჭიროებიდან გამომდინარე. კონკურენციის ჩარჩო კანონში ჩაიდება პრინ­ციპი, რომ შესაბამისი ბაზრის განსაზღვრისას დაუკვირვებადი ეკო­ნომიკა უნდა იქნეს გათვალისწინებული, ასეთის არ­სებობის შემთხვე­ვაში. კანონქვემდებარე აქტებით დეტალურად იქნება განსაზღვრული დაუკ­ვირვებადი ეკონომიკის გამოყენების პირობები.

4.2. კონკურენციის სააგენტოს ინსტიტუციური რეფორმა

ინსტიტუციური რეფორმა გამოხატავს საქართველოს მთავრობის ნებას განახორციელოს კონკურენციის სფეროს ფუნდამენტური რეფორმა.

რეფორმის მიზანს წარმოადგენს კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებ­ლობისა და ადეკვატური უფლებამოსილების უზრუნველყოფა, სააგენტოს ადმინისტრაციული რესურსების გაძლიერება და მისი ფუნქციონირების გაუმჯობესება გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის ამაღლების გზით.

4.2.1. ინსტიტუტები

ევროკავშირის რეგულაციები საკმარის სივრცეს ტოვებს უფლებამოსილი ორგანოს ინსტიტუციური მოწყობისათვის. ევროკავშირის წევრ სახელ­მწიფოებში არსებობს მრავალი მოდელი. მიღებული პრაქტიკის შესა­ბამისად კონკურენციის სააგენტოს უნდა გააჩნდეს კონკურენციის დაცვის უფლებამოსილება ეკონომიკის ყველა სექტორში. რიგ შემთხვევებში, შესაძ­­ლებელია უფლებამოსილების გადანაწილება უფლებამოსილ ორგა­ნო­ებს შორის, მაგალითად, როგორიცაა არალიბერალური სექტორების შესა­ბამისი მარეგულირებლები.

 

საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად კონკურენციის სააგენტო შეიძ­ლება იყოს კვაზი-ავტონომიური ან მთავრობისაგან დამოუკი­დებელი. თუ კონკურენციის სააგენტო კვაზი-ავტონომიურია, იგი წარმოადგენს სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების, სამინისტროების და ა.შ. ნაწილს.

საქართველოს შემთხვევაში, ევროკავშირის რეკომენდაციაა სათანადოდ დამოუკიდებელი კომპეტენციის მქონე სააგენტოს ჩამოყალიბება. საქარ­თველოს მთავრობამ გადაწყვიტა ჩამოაყალიბოს კონკურენციის სააგენტო ევროკავშირის რეკომენდაციების გათვალისწინებით. შედეგად:

● კონკურენციის სააგენტო იქნება სათანადოდ დამოუკიდებელი

● კონკურენციის სააგენტოს ექნება კონკურენციის აღსრულების უფლება­მოსილება ეკონომიკის ყველა სექტორში

იმისთვის, რომ კონკურენციის სააგენტო იყოს სათანადოდ დამოუკი­დებელი, ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ დაიწყო სამსაფეხურიანი რეფორმა:

● დამოუკიდებელი კონკურენციის სააგენტოს ჩამოყალიბება

● კონკურენციის სააგენტოსათვის შესაბამისი უფლებამოსილებების მი­ნი­ჭება

ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება და ინსტიტუ­ცი­ური განვითარება

კონკურენციის პოლიტიკის რეფორმის ზემოაღნიშნული საფეხურები ასა­ხულია კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგიის სამოქმედო პროგრამაში (იხ. დანართი).

2010 წლის იანვარ-თებერვალში მომზადდა ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენ­ციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი. ამ ცვლი­ლებების მიზანს წარმოადგენდა თავისუფალი ვაჭრო­ბისა და კონკურენ­ციის სააგენტოს საქართველოს ეკონომიკური განვი­თარების სამინისტროს დაქვემდე­ბარებიდან გამოყვანა და ახალი დამოუკიდებელი საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირის ჩამოყალიბება. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანე­ბულების (2010 წლის 26 თებერვალი) საფუძველზე შეიქმნა ახალი დამოუკიდებელი სსიპ – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო.

კონკურენციის სფეროში რეფორმის პირველი საფეხურის შედეგად მიღწე­ულ იქნა შემდეგი:

● სააგენტო აღარ წარმოადგენს რომელიმე სახელმწიფო ორგანოს საქვეუწყებო დაწესებულებას

● სააგენტო ჩამოყალიბებულია ისეთი სამართლებრივი ფორმით (როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი), რომელიც უზრუნ­ველ­ყოფს მის როგორც ფინანსურ, ისე გადაწყვეტილებების მიღე­ბის დამო­უკიდებლობას.

რეფორმის შემდგომი საფეხური მოიცავს საქართველოს მთავრობის მიერ აუცილებელი სამართლებრივი და საიმპლემენტაციო ზომების მიღებას სამოქმედო პროგრამის შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს კონ­კურენციის სააგენტოს დამოუკიდებლობა, გაძლიერდეს ადმინის­ტრაცი­ული შესაძლებლობები, გაუმჯობესდეს მისი ფუნქციონალურობა გამ­ჭვირ­ვალობისა და ეფექტიანობის კუთხით, გააჩნდეს ადეკვატური ძალა­უფლება. ამჟამად მიმდინარეობს შესაბამის საკანონმდებლო ცვლი­ლე­ბების პროექტზე მუშაობა.

კონკურენციის სფეროში რეფორმის მეორე საფეხურზე მიღწეულ იქნება შემდეგი:

● კონკურენციის სააგენტო იქნება დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ვერც აღმასრულებელი და ვერც საკანონმდებლო ხელისუფლება ვერ შეძლებს მის საქმიანობაში ჩარევას და კონკურენციის აღსრულებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხ­დენას. კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებების შეცვლა ან გაუქმება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სასამართლოს მიერ

● კონკურენციის სააგენტოს ექნება საქმის შესწავლის უფლება­მოსილება

● კონკურენციის სააგენტოს მენეჯმენტის მდგრადობა მიიღწევა მენეჯ­მენტის ფიქსირებული ვადით დანიშვნით

● ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც საშუალება ექნება განახორცი­ელოს ფინანსური კონტროლი კონკურენციის სააგენტოს საქმიანობაზე, იქნება საქართველოს კონტროლის პალატა. საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ გავრცელდება კონკურენციის სააგენტოს მენეჯმენტზე.

ევროკავშირის რეკომენდაციების თანახმად კონკურენციის სააგენტოს ექნება კონკურენციის აღსრულების უფლებამოსილება ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შორის, არალიბერალურ სექტორებში, მაგალითად, ენერ­გეტიკა, გაზი, წყალმომარაგება, ელექტრონული კომუნიკაციები. ამ მიზ­ნით კონკურენციის სააგენტო იქნება ერთადერთი პასუხისმგებელი უწყება კონკურენციის აღსრულებაზე ყველა სექტორში. კონკურენციის სააგენტო შეითავსებს არსებული სექტორული მარეგულირებლის ფუნქცი­ებს კონ­კურენციის სფეროში.

შესაბამისად, ცვლილებები უნდა შევიდეს ყველა სექტორულ კანონში, რათა შესაბამისობაში მოვიდეს კონკურენციის ჩარჩო კანონთან.

წარმოდგენილი ინსტიტუციური მოდელის შედეგად:

● თავიდან იქნება აცილებული კონკურენციის აღსრულების სფეროში სხვადასხვა ინსტიტუტების კომპეტენციების დუბლირება ან გადაფარვა

● იარსებებს ერთიანი კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების ორგანო ეკონომიკის ყველა სექტორში.

კონკურენციის სააგენტოს მიზანი იქნება, ხელი შეუწყოს ეფექტურ კონკურენციას საჯარო სექტორში და უზრუნველყოს სახელმწიფო შეს­ყიდ­ვების ეფექტურობა საზოგადოებისა და ბაზარზე მონაწილე ეკონო­მიკურ აგენტთა სასარგებლოდ. ამრიგად, კონკურენციის სააგენტო იქნება სახელმწიფო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს კონკურენციის დაცვას და ზედამხედველობას გაუწევს სახელმწიფო შესყიდვებს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კონკურენციის სააგენტო პასუხისმგებელი იქნება:

● კონკურენციის აღსრულებაზე ეკონომიკის ყველა სექტორში

● სახელმწიფო დახმარების რეგულირებაზე

● სახელმწიფო შესყიდვების პროცესის მონიტორინგზე

კონკურენციის აღსრულების უფლებამოსილება იქნება კონკურენციის სააგენტოს ექსკლუზიური უფლებამოსილება და არ იქნება განაწილებული არალიბერალური სექტორების სექტორულ მარეგულირებლებთან.

კონკურენციის ჩარჩო კანონი გაითვალისწინებს შემდეგ პრინციპებს:

● დისკრიმინაციის დაუშვებლობა

● თანასწორობა

● საჯაროობა

● პროპორციულობა

● ანგარიშვალდებულება

კონკურენციის ჩარჩო კანონმა უნდა განსაზღვროს კონკურენციის სააგე­ნტოს მენეჯმენტის სტრუქტურა. კონკურენციის სააგენტოს საქმიანობა უნდა განხორციელდეს საბჭოს და შესაბამისი პალატე­ბის/დეპარ­ტამენ­ტების მიერ. საბჭო შედგება კომისიონერებისაგან, რომლებიც დანიშ­ნული იქნებიან განსაზღვრული ვადით. კომისიონერების დანიშვნის გამჭვირვა­ლობა განისაზღვრება ჩარჩო კანონით.

გადაწყვეტილებები მიღებული იქნება კომისიონერების საბჭოს კრებაზე. საბჭოს კრებას ექნება უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება კომი­სი­ო­ნერების უმრავლესობის დასწრების შემთხვევაში.

 

კონკურენციის სააგენტოს ადმინისტრაციულ მენეჯმენტს განახორცი­ელებს აღმასრულებელი მდივანი. აღმასრულებელი მდივანი არ იქნება კომისიონერი და მონაწილეობას არ მიიღებს ხმის მიცემისა და გადა­წყვეტილებების მიღების პროცესში. აღმასრულებელი მდივანი და მისი დამხმარე პერსონალი პასუხისმგებელი იქნებიან საბჭოს შეხვედრების ორგანიზებასა და დაწესებულების საქმიანობის ყოველდღიურ მენეჯ­მენტზე.

4.2.2. აღსრულება

საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად კონკურენციის აღსრულებისათვის გამოიყენება როგორც ინტეგრირებული, ისე განცალკევებული სისტემები. განცალკევებული სისტემის შემთხვევაში საქმის შესწავლისა და გადა­წყვე­ტილების მიღების/აღმასრულებელი უფლებამოსილება იყოფა სხვადასხვა ორგანოებს შორის. კერძოდ, კონკურენციის სააგენტოს გააჩნია საქმის შესწავლის უფლებამოსილება, მაშინ, როდესაც ძირითადი გადაწყვეტი­ლე­ბების მიღებისა და სანქციების დაწესების უფლება წარმოადგენს სასა­მართლოს პრეროგატივას[17] .

ინტეგრირებული სისტემის შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია სან­ქციის დაწესების უფლებამოსილების დელეგირება კონკურენციის საა­გენტოზე[18] .

სტრატეგიის ხედვაა კონკურენციის სააგენტოსათვის საქმის შესწავლის უფლე­ბამოსილების მინიჭება, ხოლო გადაწყვეტილების მიღების უფლე­ბამოსი­ლება ექნება სასამართლოს.

ა. კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილება

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კონკურენციის სააგენტოს ექნება შემდეგი უფლებამოსილებები:

● შეისწავლოს საქმე წარდგენილი საჩივრის ან განცხადების საფუძველზე

● მოითხოვოს ინფორმაცია კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ადმი­ნისტრაციული ორგანოებიდან და დაინტერესებული მხარეებისაგან, ასევე მოითხოვოს და მიიღოს მტკიცებულებები წარდგენილ საჩივართან დაკავ­შირებით

● მოითხოვოს დოკუმენტაცია მონაწილე მხარეებისაგან

● ჩაატაროს ადგილზე შემოწმება

● მიმართოს სასამართლოს, თუ საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდება კონ­კურენციის კანონის დარღვევა

● დააწესოს ადმინისტრაციული ჯარიმები იმ შემთხვევაში, თუ ეკონომი­კური აგენტი არ აწვდის შესაბამის ინფორმაციას

● შეტყობინება გაუგზავნოს საქართველოს მთავრობას საჯარო და კერძო სექტორებში ეფექტიანი კონკურენციის ხელისშემშლელი ფაქტორების შესახებ

● რეკომენდაცია გაუწიოს საქართველოს მთავრობას ბაზარზე შესვლის სამართლებრივი ბარიერების გაუქმებაზე

● რეკომენდაცია გაუწიოს საქართველოს მთავრობას, გააუქმოს ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, თუ ისინი ზღუდავენ კონკურენციას

● საქართველოს მთავრობას განსახილველად გადასცეს ინფორმაცია სახელ­მწიფო დახმა­რების დადგენილი ნორმების დარღვევის შესახებ

● მიმართოს საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით, თუ ჩათვლის, რომ სახელმწიფო დახმარება მნიშვნელოვნად ზღუდავს კონკურენციას

● მონიტორინგი და ზედამხედველობა გაუწიოს სახელმწიფო შესყიდვების პროცესის შესაბამისობას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კანონთან

● უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვების პროცესის კონკურენტულობა

● მოიწვიოს ექსპერტები კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტების შეს­წავლისას

● მოაწყოს შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან

● მოამზადოს დასკვნები და რეკომენდაციები საჩივართან დაკავშირებულ საკითხებზე

● დაიცვას იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც განეკუთვნება კომერციულ საიდუმლოებას

 დაიცვას იმ პირთა ვინაობა, რომლებიც ინფორმაციას აწვდიან კონკუ­რენციის სააგენტოს, და რომლებიც საჭიროებენ კონფიდენციალობის დაც­ვას ეკონომიკური ზეწოლისაგან თავის დასაცავად.

კონკურენციის ჩარჩო კანონით შეიძლება განისაზღვროს კონკურენციის სააგენტოს სხვა დამატებითი კომპეტენციები, თუ აღნიშნული აუცილე­ბელი იქნება მისი ეფექტიანი მუშაობისათვის.

კონკურენციის სააგენტოს ექნება უფლებამოსილება, შეისწავლოს საჯარო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაცია. თუ კონკურენციის სააგენტო ჩათვლის, რომ საქმის შესწავლისას აუცი­ლებელია არასაჯარო ინფორმა­ციის (მათ შორის, ფინანსური, გაყიდვების, წარმოების ჩანაწერები და ა.შ.) გამოთხოვა, სააგენტომ უნდა მიმართოს სასამართლოს.

კონკურენციის სააგენტოს უფლება ექნება, მიიღოს კონკურენციის შემ­ზღუდავი ქმედების შეწყვეტისა და შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, თუ კონკურენციის კანონის დარღვევა ზიანს აყენებს ბაზრის მონაწილეებს, ან თუ არსებობს სხვა ეკონომიკური აგენტებისათვის ზიანის მიყენების აშკარა საფრთხე. დროებითი აღმკვეთი/შემზღუდავი ზომების დაწესები­სათვის აუცილებელი იქნება სასამართლოს თანხმობა, ზოგადი პროცედუ­რული ნორმების შესაბამისად.

ზემოაღნიშნული შემზღუდავი ზომები განისაზღვრება კონკურენციის ჩარჩო კანონით.

კონკურენციის სააგენტო შეისწავლის საჩივრებს წინასწარ დამტკიცებული პრიორიტეტების შესაბამისად. პრიორიტეტებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. პრიორიტეტების დამტკიცების პროცედურები განისაზღვრება კონკურენციის ჩარჩო კანონით. პრიორიტეტები შესაძლებელია დაექვემ­დებაროს გადახედვას.

წინასწარ დამტკიცებული პრიორიტეტები შეიძლება ჩაითვალოს საჩივ­რების განხილვის სახელმძღვანელოდ. პრიორიტეტები შესაძლებელია გახდეს საჩივრის/განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძველი. მიუხედავად დამტკიცებული პრიორიტეტებისა, კონკურენციის სააგენ­ტოს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს კონკურენციის კანონმდებლობის ყველა შესაძლო სერიოზული დარღვევის განხილვა.

თუ სააგენტო უარს ამბობს საქმის განხილვაზე წინასწარ დამტკიცებული პრიორიტეტების საფუძველზე ან სხვა სამართლებრივი საფუძვლით, ხოლო მოგვიანებით დარღვევას კვლავ ექნება ადგილი, კონკურენციის სააგენტო არ იქნება პასუხისმგებელი კონკურენციის დარღვევის საქმის შესწავლის შესაძლებლობის ხელიდან გაშვებისათვის.

კონკურენციის დარღვევის ფაქტი შესაძლებელია გამოვლინდეს როგორც მომჩივანის, ისე განმცხადებლის საჩივრის ან განცხადების საფუძველზე. მომჩივანი არის პოტენციურად დაზარალებული პირი, რომელსაც უშუ­ალოდ მიადგა ზიანი კონკურენციის დარღვევის გამო. განმცხადებელი კი არის პირი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან გააჩნია მტკიცებულება კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის შესახებ.

როგორც მომჩივანს, ასევე განმცხადებელს უფლება აქვთ, კონკურენციის სააგენტოში შეიტანონ საჩივარი ან განცხადება. განმცხადებელი არ წარ­მოადგენს მხარეს, შესაბამისად, იგი ვერ მიმართავს სასამართლოს.

მომჩივანი წარმოადგენს მხარეს. თუ კონკურენციის სააგენტო უარს იტყვის საჩივრის განხილვაზე, მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს სასა­მართლოს.

კონკურენციის ჩარჩო კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს მომჩივანს და განმცხადებელს. რაც შეეხება საჩივრისა და განცხადების წარმოებაში მიღებისა და საქმის განხილვის პროცედურებს, ის განისაზღვრება საქარ­თველოს კანონმდებლობით. შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს კანონით დადგენილ წინაპირობებს. ეს გამორიცხავს კანონმდებლობის თვითნებურ ინტერპრეტაციას. მტკიცების ტვირთი კა­ნონ­მდებლობით დაეკისრება მომჩივანს.

 

კონკურენციის სააგენტოსათვის მიწოდებული ან მის მიერ მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს კომერციულ ან სხვა საიდუმლოებას, იქნება დაცული საქართველოს კანონმდებლობის შესა­ბამისად.

ბ. სასამართლოს უფლებამოსილება

სასამართლოს უფლებამოსილება იქნება:

● განიხილოს საჩივარი კონკურენციის სააგენტოს მიერ საჩივრის გან­ხილ­­ვაზე უარის თქმის შემთხვევაში

● მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის საქმეებზე

● კონკურენციის სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვე­ტილება ადგილზე შემოწმების შესახებ

● შეისწავლოს სახელმწიფო დახმარებასთან დაკავშირებული საჩივარი, თუ გაცემული სახელმწიფო დახმარება ხელს უშლის საბაზრო კონკურენ­ციას კონკრეტული ბაზრის მონაწილისადმი მნიშვნელოვანი უპირატე­სობის მინიჭების გზით

● კონკურენციის სააგენტოს მიმართვის საფუძველზე მიიღოს გადა­წყვეტილება ეკონომიკური აგენტის კონფიდენციალური დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე

● კონკურენციის სააგენტოს მიმართვის საფუძველზე მიიღოს გადა­წყვე­ტილება დროებითი აღმკვეთი/შემზღუდავი ზომების გამოყენების თაო­ბაზე

● დააწესოს სანქციები და ჯარიმები, გარდა ადმინისტრაციულისა.

● კონკურენციის ჩარჩო კანონმა შემდგომში შეიძლება განავრცოს სასა­მართლოს უფლებამოსილება.

● კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის საქმე ხდება სასამართლოს მიერ განხილვადი შემდეგ შემთხვევებში:

●  კონკურენციის სააგენტო საქმის შესწავლის შემდეგ საბოლოო გადა­წყვეტილებისათვის მიმართავს სასამართლოს. აღნიშნულ შემთხვევაში კონკურენციის სააგენტო სასამართლოში გამოდის, როგორც „სახელმწიფო ბრალმდებელი“

● მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს იმ შემთხვევაში, თუ კონკურენციის სააგენტო უარს იტყვის საჩივრის განხილვაზე. გასაჩივ­რების უფლება გარანტირებული იქნება კონკურენციის ჩარჩო კანონით.

● საქართველოს სასამართლოების სისტემა შედგება სამი დონისაგან, კერ­ძოდ:

● რაიონული (საქალაქო) სასამართლოები წარმოადგენენ პირველი ინსტა­ნ­ციის სასამართლოებს, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე

● სააპელაციო სასამართლოები, რომლებიც იხილავენ რაიონული (საქა­ლაქო) სასამართლოების გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებს

● უზენაესი სასამართლო არის საბოლოო ინსტანციის სასამართლო. საქარ­თველოს უზენაესი სასამართლო წარმოადგენს საკასაციო სასამართლოს, რომელიც განიხილავს საკასაციო საჩივრებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე .

● სასამართლოს სამივე ინსტანციაში არსებობს პალატები/კოლეგიები, რომლებიც განიხილავენ:

● სისხლის სამართლის საქმეებს

● სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეებს

● ადმინისტრაციულ და სხვა საქმეებს.

სპეციალიზებული სასამართლოების შექმნა ცალსახად დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციით(მუხლი 83, პუნქტი 4). შესაბამისად, გამორიცხულია სპეციალიზებული კონკურენციის სასამართლოს შექ­მნა.

კონკურენციის საკითხების განხილვის უფლებამოსილება ექნება მხოლოდ ქ. თბილისის სასამართლოს. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირო­ბებულია იმით, რომ კონკურენციის საქმეთა თავმოყრა მოხდეს ერთ სასამართლოში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს კონკურენციის სფეროში სათანადო კომ­პეტენციის, ერთიანი მიდგომისა და სასამართლო პრაქტიკის ჩამოყა­ლიბება.

 

ქ. თბილისის სასამართლო იქნება პირველი ინსტანციის სასამართლო კონ­კურენციის საქმეებთან მიმართებაში. რაც შეეხება სააპელაციო და საკა­სა­ციო სასამართლოებში საქმისწარმოებას, იგი წარიმართება ზოგადი საპრო­ცესო ნორმების შესაბამისად და არ იარსებებს რაიმე განსაკუთ­რე­ბული წესები.

მოსამართლეებს ჩაუტარდებათ ტრენინგი ამ სფეროში ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს მოსამართლეთა სპეციალიზაციას აღნიშნულ სფეროში.

საქმის ადგილზე შესწავლის საჭიროების შემთხვევაში კონკურენციის სააგენტო მოტივირებული შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს.

თუ კონკურენციის კანონის დარღვევა გრძელდება ბაზრის მონაწილეთა საზიანოდ, კონკურენციის სააგენტოს ენიჭება უფლება, მიმართოს სასამარ­თლოს დროებითი აღმკვეთი/შემზღუდავი ზომების დაწესების მოთხოვ­ნით.

სანქციებისა და ჯარიმების სახეები განისაზღვრება ჩარჩო კანონით. კონ­კუ­რენციის სააგენტოს საშუალება ექნება, დააწესოს ადმინისტრაციულ-პრო­ც­ედურული ჯარიმები. ყველა სხვა სახის სანქციების დაწესება დარ­ჩე­ბა სასამართლოს კომპეტენციაში.

ჯარიმები და სანქციები უნდა იყოს ადმინისტრაციული ან სამოქალაქო. გამოირიცხება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გაუქმდება.

ევროკავშირისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა საგადასახადო წლის მთლიანი ბრუნ­ვის 10%-ს.

4.3. ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება

D CF TA-ის მოლაპარაკებებში მონაწილე უწყებების ადმინისტრაციული და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების, კონკურენციის სფერო­ში ევროკავშირის და საერთაშორისო კანონმდებლობისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით საქართველოს მთავრობამ განახორციელა შემდეგი ნაბიჯები:

● GEPLA C-ის დახმარებით ჩატარდა ტრენინგები იმ საჯარო მოხელე­თათვის, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული ღრმა და ყოვლისმომ­ცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებების წინამოსამ­ზადებელ პროცესში. 2009 წლის 29 ივლისს სპეციალური ტრენინგი მიეძ­ღვნა კონკურენციის პოლიტიკას, კონკურენციის სფეროში არსებული ევ­რო­კავშირის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების უკეთ გააზრე­ბის, ცოდნისა და კომპეტენციების გაზიარების მიზნით. სემინარი მიეძ­ღვნა კონკურენციის სფეროში ევროკავშირის პოლიტიკას, მარეგული­რებელ და ინსტიტუციურ ჩარჩოს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ანტიტ­რასტულ რეგულირებაზე. განხილულ იქნა საქართველოს კონკუ­რენციის კანონმდებლობა და შესაბამისი ინსტიტუციური მოწყობა. სემინარი ჩაატარა ესპანელმა იურისტ-ექსპერტმა, ბატონმა ხუან რამონ იტურიაგა­გოიტიამ. მან შეიმუშავა შესაბამისობის ცხრილი, რომელიც მოიცავს 1996 წლის „მონოპოლიისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სამართლებრივ შეფასებას, ასევე 2005 წლის „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის ანალიზს, კონკურენციის სფეროში ღრმა და ყოვლისმომ­ცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე ტექნიკური მიმო­ხილვის დოკუმენტის შექმნის პროექტის ფარ­გლებში.

● 2009 წლის 10 დეკემბერს GEPLA C-თან თანამშრომლობით ჩატარდა სემინარი კონკურენციის ინსტიტუციურ მოწყობაში ევროკავშირის საუ­კეთესო პრაქტიკის თაობაზე. სემინარს უძღვებოდა შვედი ექსპერტი კრის­ტიან ბლუმე, შვედეთის კონკურენციის სააგენტოს კომუნიკაციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ოფიცერი. ექსპერტის ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებების მზადებაში წვლი­ლის შეტანა და კონკურენციის პოლიტიკის სფეროში გასატარებელი რეფორმის შემუშავებაში მონაწილეობა, კონკურენციის პოლიტიკის ინს­ტი­ტუციურ ასპექტებზე სემინარის მოწყობით პროცესში ჩართული მხა­რეებისათვის, მათ შორის, სპეციალური სამუშაო ჯგუფისათვის.

● საქართველოს მთავრობამ მოითხოვა TAIEX-ის ტრენინგები კონკურენ­ციის პოლიტიკასა და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერე­ბის/მოლაპარაკებების უნარ-ჩვევების საკითხებზე.

● 2010 წლის თებერვალში მსოფლიო ბანკმა ჩაატარა ვიდეო-კონფერენცია სათაურით: „დიალოგის ხელშეწყობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებების პროცესზე გამოცდილებების გაზიარები­სათვის“.

● 2010 წლის მარტში მსოფლიო ბანკმა ჩაატარა ვიდეო-კონფერენცია სახელწოდებით: „სემინარი კონკურენციის პოლიტიკის საკითხებზე ევრო­კავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთან­ხმების მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში“.

● 2010 წლის 18-19 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთა­ვარი მრჩეველი დაესწრო OE CD-ის მიერ ორგანიზებულ გლობალურ ფორუმს კონკურენციის საკითხებზე.

● 2010 წლის 21-27 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩე­ველთა ჯგუფის და საქართველოს ეკონომიკური განვი­თარების სამი­ნის­ტროს წარმომადგენ­ლებმა მონაწილეობა მიიღეს G TZ-ის მიერ ორგანი­ზე­ბულ სამუშაო ვიზიტში, რომელიც მოიცავდა გერმანიის კონკურენციის პოლი­ტიკის მიმოხილვას.

სპეციალური ტრენინგ-პროგრამა უნდა შემუშავდეს კონკურენციის სააგენ­ტოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს წინამდებარე სტრატეგიის წარმატებით იმპლე­მენტაცია. ამასთანავე, სპეციალური ტრენინგ-პროგრამა შემუშავდება მოსამართლეებისათვის.

2010 წლის 25 იანვარს ჩატარდა დონორთა კოორდინაციის მრგვალი მაგიდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფთან ერთად ღონის­ძიებას ორგანიზება გაუწია სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ევროპულ და ევროატლან­ტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებ­ში.

მრგვალი მაგიდის მთავარ მიზანს წარმოადგენდა შესაძლო პარტნი­ორებისა და დონორების მოძიება საქართველო-ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოსამზადებელ და მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობის მისაღებად. მრგვალი მა­გი­დის მიზანს წარმოადგენდა კოორდინაციის უზრუნველყოფა, ერთი მხრივ, პროგრამებსა და დახმარების გამწევებს შორის და, მეორე მხრივ, ამ დახმარების მიმღებებს შორის. მრგვალი მაგიდა ორგანიზებულ იქნა საქართველოს მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების და სექტორული ინსტიტუტების მოთხოვნებისა და საჭიროებების თანხვედრისათვის დო­ნორების მიერ შემოთავაზებული დახმარებების შესაძლებლობებთან (უნა­რები, შესაძლებლობები, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ფინანსური რესურსები და ა.შ.). საქართველოს მთავრობა განაგრძობს მუშაობას შესა­ბამის პარტნიორებთან.

ზემოაღნიშნული მრგვალი მაგიდის შედეგად, საქართველოს მთავრობამ დაიწყო გრძელვადიანი სისტემური მხარდაჭერის პროექტი SIDA-სთან, შვედეთის კონკურენციის სააგენტოსა და ესტონეთის საელჩოსთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში უკვე გაიმართა რამდენიმე შეხვედრა და დაისახა თანამშრომლობის სამომავლო ნაბიჯები.

კონკურენციის პოლიტიკაში ჩართული სახელმწიფო ორგანოების ინსტი­ტუციური და ადმინისტრაციული გაძლიერების მიზნით, საქართველოს მთავრობამ მოითხოვა TAIEX -ის სემინარი. სემინარი დაგეგმილია 2010 წლის 9 ნოემბერს ქ. თბილისში. პროცესში ჩართული ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიიღებს მონაწილეობას ამ სემინარში.

თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს, ისევე, როგორც ყველა შესაბა­მისი სახელმწიფო ორგანოს ადმინისტრაციული და ინსტი­ტუციური გაძლიერება, მუდმივი პროცესია და მომავალშიც გაგრძელდება.

დასკვნა

კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგიით საქართვე­ ლოს მთავრობ ა გამოხატავს პოლიტიკურ ნებას, ჩამოაყალიბოს თანამედ­როვე კონკურენციის პოლიტიკა, მოიყვანოს საქართველოს კანონმდებ­ლობა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში .

 

უწყებათა­შორისმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა სტრატეგია და სამოქმედო პროგრამა შესაბამის სამინისტროებსა და სხვა დაინტერესებულ მხარე­ებთან თანამ­შრომლობით.

სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ მოქმედი კანონი ,,თავისუფალი ვაჭრო­ბისა და კონკურენციის შესახებ“ შემუშავებულ იქნა გარდამავალი პერიო­დისათვის და ძირითადად ეხება სახელმწიფო დახმარების საკითხებს. პარალელურად, არალიბერალური სექტორებისათვის, კონკურენციის მა­რე­გულირებელი სექტორული კანონები კვლავაც არსებობს და მოქმე­დებს.

კონკურენციის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესა­ბამისობაში მოყვანის მიზნით უნდა შემუშავდეს კონკურენციის ჩარჩო კანონი, რომელიც მოიცავს ეკონომიკის ყველა სექტორს, მათ შორის, არალიბერალურ სექტორებს. შესაბამისად, ცვლილებები უნდა შევიდეს სექტორულ კანონმდებლობაში, რათა მიღწეულ იქნეს მათი შესაბამისობა ჩარჩო კანონთან.

კონკურენციის ჩარჩო კანონი უნდა მოიცავდეს შემდეგ დეფინიციებს, რეგულირებებსა და იმპლემენტაციის დებულებებს:

დომინირებული მდგო ­­­მარეობის ბოროტად გამოყენება, კონცენტრაციის რე­გუ­ლირება, შემ­ზღუდ­ველი შეთანხმებები, შეთანხმებული ქმედებები და ეკონომიკური აგენ­ტების გადაწყვეტილებები, სახელმწიფო დახმარება, შესა­ბამისი ბაზ­რის განმარტება და გამონაკლისთა ჯგუფის პრინციპები, ინსტიტუციური დებულებები, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს შესაბა­მისი უფლებამო­სილების მქონე დამოუკიდებელი კონკურენციის სააგენ­ტოს ჩამოყალი­ბება.

სტრატეგია განმარტავს, თუ როგორ აპირებს საქართველოს მთავრობა ზე­მო­აღნიშნული მიზნის მიღწევას. სპეციალური თავები ეძღვნება კონკუ­რენ­­ციის პოლიტიკის ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხს.

სტრატეგიის ეს ნაწილები მოიცავს შესაბამის დეფინიციებს ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად. სტრატეგიაში განსაზღვრული შემოთა­ვა­ზებები მიზნად ისახავს საქართველოს კონკურენციის კანონ­მდებლო­ბაში ისეთი ნორმების შემოღებას, როგორიცაა:

დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, კონცენტრაციის რეგუ­ლირება, შემზღუდავი შეთანხმე­ბები, შეთანხმებული ქმედებები და ეკო­ნომიკური აგენტების გადაწყვე­ტილებები, სახელმწიფო დახმარება, შესაბა­მისი ბაზრის განმარტება და გამონაკლისთა ჯგუფის პრინციპები.

სტრატეგია განიხილავს მომავალ ინსტიტუციურ რეფორმას კონკურენ­ციის სფეროში. ეს რეფორმა მიზნად ისახავს დამოუკიდებელი კონკურენ­ციის სააგენტოს შექმნას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კონკურენციის კანონმდებ­ლობის აღსრულებაზე ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შო­რის, არალიბერალურ სექტორებში. ამ მიზნით საქართველოს მთავრობამ დაიწყო აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება.

პირველ ეტაპზე, 2010 წლის 26 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა დამოუკიდებელი სსიპ – თავისუფალი ვაჭრო­ბისა და კონკურენ­ციის სააგენტო.

შემდგომი მოქმედებები მიზ­ნად ისახავს ამ სააგენტო­სათვის შესაბამისი უფლებამოსილებებისა და შესაძლებ­ლობების მინი­ჭებას, როგორც ეს ასა­ხუ­ლია სამოქმედო პროგ­რამაში. ამასთანავე, სტრა­ტეგია ასახავს საქმის შესწავლისა და გადაწყვე­ტილე­ბების მიღების უფლებამო­სილებებთან დაკავში­რებულ საკითხებს.

სტრატეგია მოიცავს კონკურენციის სააგენტოს ადმინისტრაციული შესაძ­ლებლობების გაძლიერების ხედვას.

და ბოლოს, სტრატეგია მოიცავს სამოქმედო პროგრამას.


 დანართი

კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგიის სამოქმედო პროგრამა

კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგიის მოსამზადებელი პროცესი

ამოცანა

საქმიანობა

პასუხისმგებელი ორგანო

დაფინანსება

ვადები

კონკურენციის პოლიტიკაში რეფორმების მომზადების პროცესის ეფექტური კოორდინაციის უზრუნველყოფა

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნა

 

 

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისია

სახელმწიფო ბიუჯეტი

2009 წლის

14 აპრილი

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრები

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისია

სახელმწიფო ბიუჯეტი

აპრილი, 2009

მარტი, 2010

კონკურენციის სფეროში ცოდნის გაღრმავება

კონკურენციის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობის ანალიზი

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი

სახელმწიფო ბიუჯეტი

2009 წლის

აპრილიდან

2010 წლის

მარტამდე

კონკურენციის პოლიტიკის მომზადება

კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგიის პროექტის მომზადება

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი

სახელმწიფო ბიუჯეტი

2009 წლის

მაისიდან

2010 წლის

ივლისამდე

კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავება

ამოცანა

საქმიანობა

პასუხისმგებელი ორგანო

დაფინანსება

ვადები

სტრატეგიის პირველადი პროექტის მომზადება

სტრატეგიის პირველადი პროექტის შემუშავება

ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს D CF TA-ს მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის თაობაზე

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი,

საქართველოს პრემიერ- მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი

სახელმწიფო ბიუჯეტი

მაისი-

სექტემბერი,

2009

კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგიის კონცეფციისა და ძირითადი პრინციპების წარდგენა ევროკავშირთან ინტეგრაციის კომისიისათვის

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი

სახელმწიფო ბიუჯეტი

28 ივლისი,

2009

სტრატეგიის პირველადი პროექტის გაგზავნა შენიშვნებისათვის შესაბამის

უწყებებში

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა

ჯგუფი

სახელმწიფო ბიუჯეტი

2009 წლის

სექტემბრის

დასაწყისი

სტრატეგიის პირველადი პროექტის დამტკიცება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის მიერ

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი

სახელმწიფო ბიუჯეტი

 

2009 წლის

8 სექტემბერი

სტრატეგიის პირველადი პროექტის მიწოდება ვაჭრობის გენერალური დირექტორატისათვის

საქართველოს პრემიერ- მინისტრის მრჩევალთა ჯგუფი

სახელმწიფო ბიუჯეტი

2009 წლის

10 სექტემბერი

ევროკომისიისაგან საქართველოს მთავრობის მიერ სტრატეგიასთან დაკავშირებით შენიშვნების მიღება

ევროკომისიის სამსახურები

სახელმწიფო ბიუჯეტი

2009 წლის

5 ნოემბერი

ევროკომისიისა და საქართველოს მთავრობის

ექსპერტთა შეხვედრა

კონკურენციის საკითხებზე

საქართველოს პრემიერ- მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი,

საქართველოს

ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, DG TRADE, DG RELEX, DG ჩOMPE TI TION

სახელმწიფო ბიუჯეტი

ქ. ბრიუსელი,

25 ნოემბერი,

2009

სტრატეგიის შესაბამისობაში მოყვანა ევროკომისიის მოთხოვნებთან

ევროკავშირის ტექნიკური დახმარების მიერ სტრატეგიის პროექტის გადასინჯვა

GEPLA C-ის ექსპერტი,

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი

GEPLAჩ

თებერვალი-

მარტი,

2010

სტრატეგიის შესწორებული პროექტის წარდგენა ევროკომისიისათვის

ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტისთვის სტრატეგიის შესწორებული პროექტის წარდგენა

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი

სახელმწიფო ბიუჯეტი

მარტი,

2010

ევროკომისიისათვის სტრატეგიის შესწორებული

პროექტის წარდგენა

საქართველოს მთავრობა

სახელმწიფო ბიუჯეტი

2010 წლის

13 მარტი

სტრატეგიისა და სამოქმედო პროგრამის საბოლოო პროექტის შემუშავება

 

ევროკომისიის მიერ საქართველოს მთავრობისათვის კომენტარების მიწოდება სტრატეგიის შესწორებულ ვარიანტზე

ევროკომისია

სახელმწიფო ბიუჯეტი

2010 წლის

30 აპრილი

ქ. ბრიუსელში ევროკომისიისა და საქართველოს მთავრობის ექსპერტების შეხვედრა კონკურენციის საკითხებზე

სსიპ – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, DG

TRADE, DG RELEX, DG COMPETITION

სახელმწიფო ბიუჯეტი

 

2010 წლის

25 ივნისი

 

 

 

 

 

ევროკომისიისათვის სტრატეგიის შესწორებული პროექტის წარდგენა

საქართველოს მთავრობა

სახელმწიფო ბიუჯეტი

2010 წლის

7 ივლისი

ევროკომისიის მიერ საქართველოს მთავრობისათვის კომენტარების მიწოდება სტრატეგიის შესწორებულ ვარიანტზე

ევროკომისია

სახელმწიფო ბიუჯეტი

2010 წლის

8 სექტემბერი

 

ევროკომისიის რეკომენდაციების ასახვა და სტრატეგიის საბოლოო პროექტის გაგზავნა ევროკომისიისთვის

საქართველოს მთავრობა

სახელმწიფო ბიუჯეტი

2010 წლის

8 ოქტომბერი

ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარება

ამოცანა

საქმიანობა

პასუხისმგებელი ორგანო

დაფინანსება

ვადები

კონკურენციის სფეროში საჯარო მოხელეების ცოდნის გაღრმავება

ევროკავშირის კონკურენციის პოლიტიკა

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი, თავისუფალი ვაჭრობისა

და კონკურენციის სააგენტო

GEPLA C

2009 წლის

მაისი

სემინარები ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ კონკურენციის ინსტიტუციური მოწყობის სფეროში

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, ევროპულ და ევროატლანტიკურ

სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს

პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო

GEPLA C

დეკემბერი,

2009

კონკურენციის გლობალური ფორუმი

საქართველოს პრემიერ- მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი

OE CD

თებერვალი,

2010

ვიდეოკონფერენცია სათაურით: ,,დიალოგის

ხელშეწყობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების

მოლაპარაკებების პროცესზე გამოცდილებების გაზიარებისათვის“

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, საქართველოს პრემიერ- მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი

მსოფლიო ბანკი

თებერვალი,

2010

სასწავლო ვიზიტი გერმანიაში კონკურენციის პოლიტიკის საკითხებზე

საქართველოს ეკონომიკური განვითარების

სამინისტრო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა

ჯგუფი

G TZ

თებერვალი,

2010

ვიდეოკონფერენცია სათაურით: ,,სემინარი კონკურენციის პოლიტიკის საკითხებზე ევროკავშირთან ღრმა და

ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში“

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო,

საქართველოს პრემიერ- მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი

მსოფლიო ბანკი

მარტი,

2010

შეხვედრა საქართველოს მთავრობის

წარმომადგენლებს, SIDA-ს და ესტონეთის საელჩოს

წარმომადგენლებს შორის

სსიპ – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის

სააგენტო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის

მრჩეველთა ჯგუფი, ესტონეთის საელჩო,

SIDA

ესტონეთის საელჩო,

SIDA

2010 წლის

3 ივნისი

შეხვედრა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, SIDA-ს და შვედეთის კონკურენციის სააგენტოს

წარმომადგენლებს შორის

სსიპ – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი,

შვედეთის კონკურენციის სააგენტო, SIDA

სსიპ – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო,

SIDA

2010 წლის

10 ივნისი

სასწავლო ვიზიტი შვედეთის კონკურენციის სააგენტოში

სსიპ – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო, საქართველოს

პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი

SIDA

2010 წლის

27–29 სექტემბერი

სემინარი კონკურენციის პოლიტიკის შესახებ

სსიპ – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი

TAIEX

 

2010 წლის

9 ნოემბერი

სემინარი მოლაპარაკების უნარ–ჩვევებისა და ადმინისტრაციული

შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი

განვითარების სამინისტრო, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი,საქართველოს პრემიერ- მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო

TAIEX

მოითხოვს დაზუსტებას

სპეციალური მიზნობრივი ტრენინგ-პროგრამის მომზადება შესაბამისი

უწყებებისთვის

სსიპ – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო, საქართველოს

პრემიერ-მინისტრის

მრჩეველთა ჯგუფი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

სსიპ – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის

სააგენტო,

საქართველოს პრემიერ– მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი, ესტონეთის

საელჩო, SIDA

2010

სპეციალური მიზნობრივი ტრენინგ-პროგრამის მომზადება მოსამართლეებისთვის

თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი

 

 

მოითხოვს დაზუსტებას

2011

დონორთა მრგვალი მაგიდის შემდგომი

კომუნიკაციის გაგრძელება

შესაბამის პარტნიორებთან

საქართველოს პრემიერ- მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი, ევროპულ და

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში

ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

მოითხოვს დაზუსტებას

მიმდინარე

დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა

ამოცანა

საქმიანობა

პასუხისმგებელი ორგანო

დაფინანსება

ვადები

პარლამენტის ჩართულობის გაძლიერება

კონსულტაციები საქართველოს პარლამენტთან DჩFთA-თან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებსა და, მათ შორის, კონკურენციის

საკითხებზე

 

საქართველოს პრემიერ- მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი, საქართველოს ეკონომიკისა და

მდგრადი განვითარების სამინისტრო,

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან

ინტეგრაციის კომიტეტი

სახელმწიფო ბიუჯეტი

მიმდინარე

 

საპარლამენტო უმცირესობათა ფრაქციებთან შეხვედრა

კონკურენციის სფეროში ინსტიტუციური რეფორმის შესახებ კონსულტაციებისათვის

საქართველოს პრემიერ- მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი, საქართველოს

ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, საპარლამენტო უმცირესობა

სახელმწიფო ბიუჯეტი

თებერვალი,

2010

საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდა

დონორთა მრგვალი მაგიდის ორგანიზება კონკურენციის სფეროში

ტექნიკური დახმარების

გამოსავლენად

საქართველოს პრემიერ- მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი, ევროპულ და

ევროატლანტიკურ

სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს

სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სხვადასხვა

საერთაშორისო ორგანიზაციისა და საელჩოს წარმომადგენელი

სახელმწიფო ბიუჯეტი

25 იანვარი,

2010

კერძო სექტორის ინფორმირებულობის ამაღლება

შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან

საქართველოს პრემიერ- მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი, საქართველოს ეკონომიკისა და

მდგრადი განვითარების სამინისტრო,

თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო, საქართველოს

ბიზნესმენთა ასოციაცია

 

საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაცია, საქართველოს

დამსაქმებელთა ასოციაცია,

სახელმწიფო ბიუჯეტი

მიმდინარე

ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმა

მოქმედება

პასუხისმგებელი ორგანო

სამართლებრივი აქტი/დოკუმენტი

ვადები

კონკურენციის სააგენტოს შექმნა

1.1.

ახალი ინსტიტუციონალურად დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს შექმნა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება

 

2010 წლის

26 თებერვალი

1.2.

ცვლილებები ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში

საპარლამენტო პროცედურები

2010 წლის

12 მარტი

1.3.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან არსებული თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს ჩანაცვლება

დამოუკიდებელი კონკურენციის სააგენტოთი

საქართველოს მთავრობის დადგენილება

2010 წლის

3 მაისი

ყოვლისმო-მცველი საკანონმდე-ბლო ჩარჩო

2.1

ჩარჩო კანონის კონცეფციისა და სტრუქტურის შემუშავება

სსიპ – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის

 მრჩეველთა ჯგუფი

 

 საქართველოს

 ეკონომიკისა და მდგრადი

 განვითარების

 სამინისტრო

ჩარჩო კანონის კონცეფცია და სტრუქტურა

აპრილი,

2010

2.2.

კონკურენციის ჩარჩო კანონის პროექტის მომზადება

კანონპროექტი

 მარტი – ნოემბერი,

 2010

 

 

 

2.3.

 

შესაბამის კანონებში ცვლილებების პროექტების მომზადება, მათ შორის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში, რათა კანონმდებლობაში აისახოს ინსტიტუციური რეფორმა

 

კანონპროექტი

2.4.

სექტორული კანონების ჩარჩო კანონთან შესაბამისობაში

მოყვანა

 

 

კანონპროექტი

აპრილი –

ნოემბერი,

2010

შიდა სამთავრობო პროცედურები

3.

უწყებათაშორისი პროცედურები ჩარჩო კანონის პროექტის და სხვა შესაბამის კანონებში ცვლილებების პროექტის დასამტკიცებლად

საქართველოს მთავრობა

კანონპროექტი

დეკემბერი,

2010 – იანვარი,

2011

მოსმენები

პარლამენტში

4.1.

საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის მოსმენები

საქართველოს მთავრობა

კანონპროექტი

ოქტომბერი,

2010 – იანვარი,

2011

4.2.

საკანონმდებლო პაკეტის შემდგომი მოსმენები საქართველოს პარლამენტში

2011 წლის თებერვლიდან

კონკურენციის სააგენტოს გაძლიერებული უფლებამოსილებები

5.1.

გაძლიერებული თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს წესდების შემუშავება

და მიღება

საქართველოს მთავრობა,

თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის

სააგენტო

საქართველოს მთავრობის დადგენილება

საკანონმდებლო ცვლილებების

ძალაში

შესვლიდან

5.2.

თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს მენეჯმენტის დანიშვნა

საქართველოს მთავრობა

ჩარჩო კანონის შესაბამისად

საკანონმდებლო ცვლილებების

ძალაში

შესვლიდან

5.3.

კონკურენციის ახალი, დამოუკიდებელი სააგენტოს აღჭურვა სათანადო უფლებამოსილებებით და

საქმიანობის დაწყება

საქართველოს მთავრობა

ჩარჩო კანონის შესაბამისად

საკანონმდებლო ცვლილებების

ძალაში

შესვლიდან

5.4.

ადმინისტრაციული შესაძლებლობების

განვითარებისა და

ინსტიტუციური გაძლიერების ღონისძიებების გაგრძელება

თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო,

საქართველოს პრემიერ- მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი

მოითხოვს დაზუსტებას

საკანონმდებლო ცვლილებების

ძალაში

შესვლიდან.

 

 

 

      

 



[1] ჩარჩო კანონი იქნება კონკურენციის ყოვლისმომცველი კანონი, რომელიც მოიცავს ყველა შესაბამის საკითხს და ეკონომიკის ყველა სექტორს

 

[2] Doc. SEC(2005)1732, of 19-12-2005

 

[3] TFEU, მუხლი 102

[4] პრეცედენტული გზით დომინირებული მდგომარეობის ზღვარი დგინდება მთელ რიგ ქვეყნებში, როგორიცაა ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ფინეთი, დანია, ირლანდია, იტალია

[5] ავსტრიასა და ბულგარეთში ზღვარია 30%-35%, ესტონეთში, საბერძნეთში, ლატვიასა და შვედეთში – 40%-50%

 

[6] Council Regulation (EC) No 139/2004 of 20 January 2004 on the control of concentrations between undertakings (the EC Mer ger Regulation)

[7] კონცენტრაცია ex-post რეგულაციის მიხედვით გამოიყენება ლუქსემბურგში, სადაც წინასწარი შეტყობინება კონცენტრაციის თაობაზე მარეგულირებელი სააგენტოსათვის არ მოითხოვება . ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, პოტენციურად დაზარალებულ პირს საშუალება აქვს გაასაჩივროს მარეგულირებელ სააგენტოში ან სასამართლოში ( წყარო : www.concurrences.com )

[8] ევროკომისიის გადაწყვეტილებების სტატისტიკური მონაცემები: შერწყმების 89% მტკიცდება პირველ ფაზაში (ყოველგვარი შემზღუდავი ვალდებულების გარეშე); შერწყმების 5% მტკიცდება მეორე ფაზაში (ცალკეული შემზღუდავი ვალდებულებების დაწესებით); შერწყმების მხოლოდ 0,3% იკრძალება; შერწყმების დაახლოებით 5,7% არის შესწავლის პროცესში ( წყარო: www.ec.europa.eu)

 

[9] TFEU, მუხლი 101

[10] Commission Notice Guidelines on Vertical Restraints (2000/C91/01)

[11] Guidelines on the Application of Article 81(3) of the Treaty (2004/C 101/08)

[12] TFEU, მუხლი 107

 

[13] Commission Regulation (EC) No 69/2001 of 12 January 2001 on the application of Articles 87 and 88 of the EC Treaty to de minimis aid

[14] Council Regulation (EC) No 994/98 of 7 May 1998 on the application of Articles 92 and 93 of the Treaty establishing the European Community to certain categories of horizontal state aid

 

[15] COMMISSION NOTICE on the definition of relevant market for the purposes of Community competition law (97/C 372/03)

[16] ეს კონცეფცია ეფუძნება დეფინიციას, რომელიც წარმოდგენილია OECD სახელმძღვანელოში “Measuring the Non-observed Economy”, არაკანონიერი ქმედებების გამორიცხვით

 

[17] მალტაში სანქციის დაწესება არ წარმოადგენს ეროვნული კონკურენციის სააგენტოს კომპეტენციას, სანქციებს ადგენს მაგისტრატთა სასამართლო აღსრულების პოლიციის მიერ ბრალდების წაყენების შემდგომ

[18] დანიაში კონკურენციის სააგენტო გამოსცემს ბრძანებებს, თუმცა არა აქვს საშუალება, დააწესოს ჯარიმები, ეს შედის სასამართლოების კომპეტენციაში. რიგ პრეცედენტულ შემთხვევებში კონკურენციის სააგენტოს შეუძლია დააწესოს ადმინისტრაციული ჯარიმა