⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.03.2015)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2014
ძალის დაკარგვა 26.03.2015
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №02
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.136.016129
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 377 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.2014 მიღება
26.03.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ თავართქილაძე საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №02 2014 წლის 28 თებერვალი დაბა ხულო ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, `საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მე-7, 202-ე და 204-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი. მუხლი 2🔗 განისაზღვროს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთები, თანახმად დანართისა. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის №06 დადგენილება (სსმ, 08.04.2013 წ.). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ თავართქილაძე დანართი ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთები მუხლი 1🔗 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით. მუხლი 2🔗 საწარმოსთვის/ ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე ( გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების ( გამოანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%- ის ოდენობით. მუხლი 3🔗 ფიზიკური პირისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,05%; ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8%.  მუხლი 4🔗 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი დადგინდეს წელიწადში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში: ა) სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის – 60 ლარი ჰექტარზე; ბ) სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული)  – 19 ლარი ჰექტარზე; გ) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული)   – 15 ლარი ჰექტარზე; დ) ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი განისაზღვრება ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი ოდენობით; ე) ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირებისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწებისათვის – 3 ლარი ჰექტარზე. მუხლი 5🔗 ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტერიტორიული კოეფიციენტი განისაზღვროს 1-ის ოდენობით. მუხლი 6🔗 ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი განისაზღვროს 0.24 ლარის ოდენობით. მუხლი 7🔗 გადასახადისაგან გათავისუფლება: ა) მრავალსართულიან ( მრავალბინიან) საცხოვრებელ კორპუსებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი; ბ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი; გ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი.