ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №24
2011 წ ლის 18 აპრილი
დაბა ხულო
ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7, 204-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის № 394 დადგენილების შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. შემოღებულ იქნ ე ს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი;
2. განისაზღვროს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთები, თანახმად დანართისა;
3. ამ დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №8 დადგენილება (სსმ 16.02.2011წ. ).
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე
დანართი
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთები
1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით.
2. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ის ოდენობით.
3. ფიზიკური პირისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,05%;
ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8%.
4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი დადგინდეს წელიწადში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:
ა) ბუნებრივი საძოვრებისათვის – 10 ლარი ჰექტარზე;
ბ) გაკულტურებული საძოვრებისათვის – 15 ლარი ჰექტარზე;
გ) ბუნებრივი სათიბებისათვის – 16 ლარი ჰექტარზე;
დ) გაკულტურებული სათიბებისათვის – 19 ლარი ჰექტარზე;
ე) სახნავი მიწებისათვის (კარგი) – 60 ლარი ჰექტარზე;
ვ) სახნავი მიწებისათვის (მწირი) – 52 ლარი ჰექტარზე;
ზ) ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეებისათვის – 20 ლარი ჰექტარზე;
თ) ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირებისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწებისათვის – 3 ლარი ჰექტარზე.
5. წყალმომარაგების მომსახურების გამწევი საწარმოსთვის/ორგანიზაციისათვის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს 0,1 %-ის ოდენობით.
6. ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტერიტორიული კოეფიციენტი განისაზღვროს 1, კურორტ „ბეშუმისა“– 1.5 ოდენობით.
7. ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1 კვ.მ არ ა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი განისაზღ ვ როს 0.24 ლარის, კურორტ „ბეშუმისა“– 0.36 ლარის ოდენობით.
9. გადასახადისაგან გათავისუფლება:
ა) მრავალსართულიან (მრავალბინიან) საცხოვრებელ კორპუსებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;
ბ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;
გ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი.