ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №09
2012 წ ლის 15 მარტი
ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის” მე-7 და 204-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის № 50 დადგენილების შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. შემოღებულ იქნ ე ს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი.
2. განისაზღვროს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთები, თანახმად დანართისა.
3. ამ დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 აპრილის №24 დადგენილება (სსმ 29.04.2011წ. ).
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე
დანართი
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთები
1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით.
2. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ის ოდენობით.
3. ფიზიკური პირისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,05%;
ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8%.
4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი დადგინდეს წელიწადში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:
ა) სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის – 60 ლარი ჰექტარზე;
ბ) სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 19 ლარი ჰექტარზე;
გ) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 15 ლარი ჰექტარზე;
დ ) ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი განისაზღვრება ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტით დადგენილი განაკვეთის 50%-ის ოდენობით;
ე ) ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირებისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწებისათვის – 3 ლარი ჰექტარზე.
5. ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტერიტორიული კოეფიციენტი განისაზღვროს 1, კურორტ „ბეშუმისა“ – 1.5 ოდენობით.
6. ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (გარდა კურორტ „ბეშუმისა”) 1 კვ.მ არ ა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი განისაზღ ვ როს 0.24 ლარის, ხოლო კურორტ „ბეშუმში“ – 0.36 ლარის ოდენობით.
7. გადასახადისაგან გათავისუფლება:
ა) მრავალსართულიან (მრავალბინიან) საცხოვრებელ კორპუსებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;
ბ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;
გ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი.