ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.02.2014 ძალადაკარგული 26.03.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№02
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.136.016129
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №02

2014 წლის 28 თებერვალი

დაბა ხულო

 

ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, `საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მე-7, 202-ე და 204-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი.
მუხლი 2
განისაზღვროს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთები, თანახმად დანართისა.
მუხლი 3
ამ დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის №06 დადგენილება (სსმ, 08.04.2013 წ.).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ თავართქილაძე



დანართი

 

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთები

მუხლი 1
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით.
მუხლი 2
საწარმოსთვის/ ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე ( გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების ( გამოანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%- ის ოდენობით.
მუხლი 3
ფიზიკური პირისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,05%;

ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8%. 

მუხლი 4
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი დადგინდეს წელიწადში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:

ა) სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის – 60 ლარი ჰექტარზე;

ბ) სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული)  – 19 ლარი ჰექტარზე;

გ) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული)   – 15 ლარი ჰექტარზე;

დ) ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი განისაზღვრება ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი ოდენობით;

ე) ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირებისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწებისათვის – 3 ლარი ჰექტარზე.

მუხლი 5
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტერიტორიული კოეფიციენტი განისაზღვროს 1-ის ოდენობით.
მუხლი 6
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი განისაზღვროს 0.24 ლარის ოდენობით.
მუხლი 7
გადასახადისაგან გათავისუფლება:

ა) მრავალსართულიან ( მრავალბინიან) საცხოვრებელ კორპუსებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;

ბ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;

გ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი.