სს “ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№08-1/205/1274
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ

გაცნობებთ, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“  (საიდენტიფიკაციო ნომერი 202906427) კაპიტალში აქციათა 96.589374%–ის მფლობელი აქციონერის – ღსს „ბანკ ვეტებეს“ მიერ 2014 წლის 28 თებერვალს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად:

1. დადგენილ იქნა სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ კაპიტალის გაზრდის მიზნით  11000000  (თერთმეტი მილიონი) დამატებითი ჩვეულებრივი აქციის გამოშვება, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული ემისიის პროსპექტის საფუძველზე, ნომინალური ღირებულებით – თითოეული 1 (ერთი) ლარი;

2. შეტანილ იქნა ცვლილება სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ წესდების 3.1 პუნქტში.

 

სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერის – ღსს „ბანკ ვეტებეს“ 2014 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სრულად შეგიძლიათ იხილოთ სს “ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ვებგვერდზე www.vtb.ge.

 

გენერალური დირექტორი                                                     ა. კონცელიძე