„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4230
სარეგისტრაციო კოდი
070.000.000.05.001.002.541
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 50, 30/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. სააღსრულებო დაწესებულებები

1. სააღსრულებო დაწესებულებებია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროების ტერიტორიული ორგანოები – სააღსრულებო ბიუროები, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 211-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოები (მათი სტრუქტურული ერთეულები).

2. სააღსრულებო ბიუროების სისტემას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სახელმწიფო ორგანოები (მათი სტრუქტურული ერთეულები) განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

2. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების) აქტების იძულებითი აღსრულების შედეგად სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებული თანხები (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 211-ე მუხლის შესაბამისად ამოღებული თანხისა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.“.

3. 171 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების დასაფარავად მისი ქონების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 87-ე და 88-ე მუხლებით, აგრეთვე საქართველოს საბაჟო კოდექსის 211-ე მუხლით გათვალისწინებული ამოღება და რეალიზება ხორციელდება ამავე მუხლების შესაბამისად დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4230–რს