„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№190
სარეგისტრაციო კოდი
010.130.000.05.001.001.499
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 19, 15/07/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №12-13, ნოემბერ-დეკემბერი, 1993 წ., მუხ. 223) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მოქალაქე საქართველოდან დროებით გადის და საქართველოში შემოდის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული პასპორტით.“.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების ვადა

1. საქართველოს მოქალაქის პასპორტს ძალა აქვს გაცემის დღიდან 10 წლის განმავლობაში.

2. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად პირმა უნდა მიმართოს საქართველოს დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობას, ხოლო საქართველოში ყოფნისას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოს.“.

3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოდან დროებითი გასვლისათვის პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობა დაინტერესებულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაქვს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოში.“.

4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. საქართველოდან დროებითი გასვლისათვის პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის განხილვის ვადა

საქართველოდან დროებითი გასვლისათვის პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობა განიხილება ყველა საჭირო საბუთის წარმოდგენიდან 5 დღის ვადაში, ხოლო თუ დროებითი გასვლა დაკავშირებულია ქორწინებასთან, მკურნალობასთან, ახლო ნათესავის მძიმე ავადმყოფობასთან ან გარდაცვალებასთან, მემკვიდრეობასთან, საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ სასამართლო პროცესში მონაწილეობასთან ან სხვა მნიშვნელოვან გარემოებებთან, – 3 დღის ვადაში.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს 2004 წლის 15 ნოემბრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ.

 

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 24 ივნისი.

№190რს