სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების (სპორტული ინვენტარის) კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1780
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 30/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1780

2010 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების (სპორტული ინვენტარის) კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიეცეს თანხმობა საქარ­თვე­ლოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, რომ მის ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო საკუთრებაში არ­სე­ბუ­ლი მოძრავი ნივთები (სპორტული ინვენტარი) არსებობის ვა­დით, უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, თხოვების ფორმით გა­დასცეს კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, თანდართული სქემის შესაბამისად.

2. განკარგულების შესრულების უზრუნველსაყოფად სა­ქა­რ­­თველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ გა­ნახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღო­ნის­ძი­ებები.

პრემიერ-მინისტრი                              ნ. გილაური

 

 

დანართი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების (სპორტული ინვენტარის) კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის თხოვების ფორმით გადაცემის სქემა

 

კერძო სამართლის იურიდიული პირი

სპორტული ინვენტარის დასახელება

რაოდენობა

ერთეულის ფასი (ლარებით)

სულ ღირებულება (ლარებით)

1

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

ძალოსნობის ფიცარნაგი

10

3000

30000

ძალოსნობის ღერძი სიმძიმეებით

12

3300

39600

 

 

სულ:

 

 

69600

2

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია

ძიუდოს ტატამი

8

14000

112000

3

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია

ხელბურთის კარი

2

3800

7600

4

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია

ტანვარჯიშის ბატუტი

2

24500

49000

5

საქართველოს ფრენბურთის ფედერაცია

ფრენბურთის სადგარი

1

13600

13600

6

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საჭიდაო ხალიჩა

4

16000

64000

7

საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაცია

ტაეკვონდოს სამსაჯო ელექტრონული სისტემა

2

8000

16000

ტაეკვონდოს ტატამი

6

8000

48000

ტაეკვონდოს ელექტრონული ჟილეტი

20

1700

34000

 

 

სულ:

 

 

98000

8

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია

კრივის რინგი

10

23000

230000

9

საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაცია

ველოსიპედი

2

13000

26000