სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (სპორტული ინვენტარი) სპორტულ სახეობათა ფედერაციებისათვის თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №813
2008 წლის 26 ნოემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (სპორტული ინვენტარი) სპორტულ სახეობათა ფედერაციებისათვის თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“ დებულების შესაბამისად:
1. საქართველოს სპორტულ სახეობათა ფედერაციებს არსებობის ვადით, თხოვების ფორმით გადაეცეთ მოძრავი ქონება დანართის მიხედვით.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) უზრუნველყოს სპორტულ სახეობათა ფედერაციებისათვის შესაბამისი ქონების გადასაცემად საჭირო ღონისძიებების განხორციელება დანართის შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
დანართი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (სპორტული ინვენტარი) სპორტულ სახეობათა ფედერაციებისათვის თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ
| № | კერძო სამართლის იურიდიული პირი | სპორტული ინვენტარის დასახელება | რაოდენობა | ერთეულის ფასი (ლარებით) | სულ ღირებულება (ლარებით) |
| 1 | საქართველოს კალათბურთის ფედერაცია | კალათბურთის ფარი | 1 | 32200 | 32200 |
| კალათბურთის ფარი | 4 | 11235 | 44940 | ||
| კალათბურთის ფარი | 2 | 5883.5 | 11767 | ||
| კალათბურთის ფარი | 8 | 350 | 2800 | ||
| სთრითბოლის ფარი | 4 | 1100 | 4400 | ||
|
| სულ |
|
| 96107 | |
| 2 | საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია | ხალიჩის გადასაფარებელი | 2 | 3870 | 7740 |
| ძალოსნობის ძელები | 3 | 2500 | 7500 | ||
| საჭიდაო ხალიჩა | 1 | 9205 | 9205 | ||
| საჭიდაო ხალიჩა | 4 | 7400 | 29600 | ||
| საჭიდაო ხალიჩა | 3 | 9693.7 | 29081 | ||
| საჭიდაო ხალიჩა | 40 | 14900 | 596000 | ||
| ტრენაჟორები | 4 | 3400 | 13600 | ||
| ტაბლო | 3 | 3035 | 9105 | ||
|
| სულ |
|
| 701831 | |
| 3 | საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია | ძალოსნობის ძელები | 10 | 7000 | 70000 |
| ძალოსნობის ძელები | 10 | 2500 | 25000 | ||
|
| სულ |
|
| 95000 | |
| 4 | საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია | კრივის რინგი | 2 | 45000 | 90000 |
| კრივის რინგი | 2 | 16130 | 32260 | ||
| კრივის რინგი | 2 | 16000 | 32000 | ||
| კრივის ტომარა | 1 | 800 | 800 | ||
|
| სულ |
|
| 155060 | |
| 5 | საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია | ტატამი | 3 | 9718 | 29154 |
| ტატამი | 5 | 7700 | 38500 | ||
| ტატამი | 25 | 13300 | 332500 | ||
| ტატამი | 10 | 16100 | 161000 | ||
| ტატამი | 4 | 10027.25 | 40109 | ||
| ელექტრონული სასწორი | 3 | 833 | 2499 | ||
| შტანგის საწოლი | 2 | 700 | 1400 | ||
| შტანგის საწოლი | 1 | 900 | 900 | ||
| დარბაზის სავარჯიშო ველოსიპედი | 2 | 900 | 1800 | ||
| კომპლექსური სავარჯიშო მოწყობილობა | 1 | 4700 | 4700 | ||
| სავარჯიშო მოწყობილობა | 1 | 850 | 850 | ||
|
| სულ |
|
| 613412 | |
| 6 | საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ეროვნული ფედერაცია | ველოსიპედი | 8 | 1250 | 10000 |
| 7 | საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია | კომპიუტერი | 1 | 5000 | 5000 |
| 8 | საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაცია | პისტოლეტი | 2 | 1229 | 2458 |
| 9 | საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ფედერაცია | ნავები `მასტერკრაფტი" | 2 | 38030 | 76060 |
| 10 | საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაცია | მშვილდი | 1 | 2364 | 2364 |
| 11 | საქართველოს ტაეკვანდოს ეროვნული ფედერაცია | ტატამი | 2 | 6000 | 12000 |