„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21-22, მუხ. 450) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. საკარანტინო სამსახური
1. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს მცენარეთა საგარეო და საშინაო კარანტინის სახელმწიფოებრივ ღონისძიებათა სისტემა, რომლის დანიშნულებაა აღკვეთოს სახელმწიფოში მცენარეთა მავნე ორგანიზმების შემოტანა და გავრცელება და ამ მიზნით:
ა) კონტროლი გაუწიოს მცენარეული და სხვა პროდუქციის წარმოების, დამზადების, შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების საკარანტინო წესების დაცვას;
ბ) დროულად გამოავლინოს, შეზღუდოს და მოსპოს მავნებელი დაავადებები და სარეველები, აღკვეთოს მათი გავრცელება რეგიონებში;
გ) უზრუნველყოს, რომ ყველა საწარმო-დაწესებულება და ორგანიზაცია (მიუხედავად მათი საკუთრებისა და სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმისა), აგრეთვე მოქალაქეები, რომლებიც დაკავშირებული არიან მცენარეული პროდუქციის წარმოებასთან, ტრანსპორტირებასთან, შენახვასთან და რეალიზაციასთან, ახორციელებდნენ მცენარეთა დაცვის საკარანტინო ღონისძიებებს.
2. საქართველოს საზღვრებზე, საზღვაო ნავსადგურებში, აეროპორტებში, სახმელეთო გასასვლელებში და საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო ღონისძიებების კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4236–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.12.2006.
- როდის იქნა მიღებული „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4236. სარეგისტრაციო კოდი — 340.020.000.05.001.002.647.
- სად არის „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4236, 29.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 340.020.000.05.001.002.647 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/22732/