ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერების გაციფრებასთან დაკავშირებით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 05.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №357
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016718
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/03/2014
matsne.gov.ge 279 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერების გაციფრებასთან დაკავშირებით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:10.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:40.5pt 42.5pt 27.0pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №357 2014 წლის 5 მარტი ქ. თბილისი ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერების გაციფრებასთან დაკავშირებით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ 1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, მოწონებულ იქნეს გაციფრების ლიცენზიის შეთანხმების პროექტი ბრიტანეთის საბიბლიოთეკო საბჭოს, გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს მთავრობას შორის, რომელიც მოქმედებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მეშვეობით. 2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეთანხმების პროექტს საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, კონსტანტინე სურგულაძემ. 3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული გაციფრების მომსახურების შესყიდვა. პრემიერ-მინისტრი                                                       ი . ღარიბაშვილი