საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ა(ა)იპ „საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ შორის გასაფორმებელი „გრანტის გაცემისა და გამოყენების შესახებ“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ბენეფიციარებს შორის გასაფორმებელი „გრანტის გაცემის შესახებ“ ხელშეკრულებების პროექტების მოწონების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №351
2014 წლის 4 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ა და ა (ა )იპ „საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ შორის გასაფორმებელი „გრანტის გაცემისა და გამოყენების შესახებ“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ა და ბენეფიციარებს შორის გასაფორმებელი „გრანტის გაცემის შესახებ“ ხელშეკრულებების პროექტების მოწონების თაობაზე
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის № 126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს :
ა) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ა და ა(ა)იპ „საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ შორის გასაფორმებელი „გრანტის გაცემისა და გამოყენების შესახებ“ ხელშეკრულების პროექტი;
ბ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ა და ბენეფიციარებს შორის გასაფორმებელი „გრანტის გაცემის შესახებ“ ხელშეკრულებების პროექტები.
2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ს მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გრანტის გაცემის შემთხვევებზე არ გავრცელდეს „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის № 126 დადგენილების 11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა.
პრემიერ-მინისტრი ი .ღარიბაშვილი