აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „ვანის საკონსერვო ქარხანა კონსერვის” საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „ვანის საკონსერვო ქარხანა კონსერვის” (ს/კ229649244) გენერალური დირექტორი, საზოგადოების აქციონერებს აცნობებს, რომ 2014 წლის 4 აპრილს, 1400-ზე, მისამართზე: ქ. თბილისი, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია (ყოფილი ქართველიშვილის ქუჩა №2, ნოტარიუს ანჟელა მანიას სანოტარო ბიურო), გაიმართება საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება.
საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 11.03.2014 წ.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. საზოგადოების სამეთვალყურეო წევრების არჩევა.
2. საზოგადოების კაპიტალის, გამოშვებული/განთავსებული აქციების ნომინალური ღირებულების განსაზღვრა.
3. საზოგადოების წესდების ახალი რედაქციით დამტკიცება.
4. სხვადასხვა საკითხების განხილვა.
სს „ვანის საკონსერვო ქარხანა კონსერვის” (ს/კ229649244) გენერალური დირექტორი რეკომენდაციას უწევს საზოგადოების აქციონრებს, რათა მათ მხარი დაუჭირონ კრებაზე განსახილველ საკითხებს.
საზოგადოების აქციონრებმა კრებაზე თავიანთი მონაწილეობის უფლება შეიძლება შეამოწმონ სს „ფოთის გემთსაშენის“ დამოუკიდებელ რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“, მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის ქ. №74ა (ი. მოსაშვილის ქ. №11), მე-7 სართული, ოფისი №714 ტელეფონი: + 995 32 2 22 53 51.
აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება კრების ჩატარების დღეს 13:30 სთ-ზე, დამთავრდება 14:00 სთ-ზე და იწარმოებს მისამართზე: ქ. თბილისი, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია (ყოფილი ქართველიშვილის ქუჩა №2, ნოტარიუს ანჟელა მანიას სანოტარო ბიურო). საზოგადოების აქციონერებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სს „ვანის საკონსერვო ქარხანა კონსერვი“
გენერალური დირექტორის
მინდობილი პირი დავით ხუნწარია