სს “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო”-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს”
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” დირექტორატი იწვევს სს “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” აქციონერებს სს “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2015 წლის 27 ნოემბერს 16:00 საათზე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი/ბოჭორმის ქუჩა №50/18.
დღის წესრიგი:
1. სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევა.
დღის წესრიგთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” დირექტორატში.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან ის აქციონერები, რომლებიც 2015 წლის 02 ნოემბრის 18:00 საათის მდგომარეობით რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სააქციო საზოგადოება „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ 2015 წლის 17 ნოემბრის 10:00 საათიდან 2015 წლის 26 ნოემბრის 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვაკის რაიონი, ჭავჭავაძის გამზ., №74ა. სააქციო საზოგადოება „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“.
გენერალური დირექტორი სამირ ველიევი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო”-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“?
- დიახ, განცხადება „სს “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო”-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.11.2015.
- როდის იქნა მიღებული „სს “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო”-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“?
- „სს “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო”-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 06.11.2015. მიმღები ორგანო — სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო". დოკუმენტის ნომერი — №07/507.
- სად არის „სს “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო”-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.11.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „სს “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო”-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“, №07/507, 06.11.2015 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.11.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3042956/