სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“-ს აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს”
აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” დირექტორატი იწვევს სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” აქციონერებს სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” აქციონერთა მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2014 წლის 12 აგვისტოს 17:00 საათზე ბანკის იურიდიულ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, 0105, ლეონიძის (ყოფ. კიროვის) ქ. №1.
დღის წესრიგი:
1. სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” დირექტორატის წლიური ანგარიში.
2. სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” გარე აუდიტის შედეგების შესახებ.
3. 2013 წლის მოგების განაწილების შესახებ.
4. საკითხის გადაწყვეტა სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა კოსტავა, №65, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.10.13.041.030 და საკითხის გადაწყვეტა სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა კოსტავა, 67-ის მიმდებარედ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.10.13.041.021.
5. საკითხის გადაწყვეტა შპს „სიგმა-გეო“-საგან (საიდენტიფიკაციო კოდი 404883211) უძრავი ქონების ყიდვის შესახებ, მდებარე: ქ. თბილისი, გამზირი ქ. წამებული, / ბოჭორმის ქ. №50/18, (ნაკვეთი 41/17).
დღის წესრიგთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“ დირექტორატში.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან ის აქციონერები, რომლებიც 2014 წლის 11 ივლისის 18:00 საათის მდგომარეობით რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სააქციო საზოგადოება „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ 2014 წლის 01 აგვისტოს 10:00 საათიდან 2014 წლის 11 აგვისტოს 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვაკის რაიონი, ჭავჭავაძის გამზ., №74ა. სააქციო საზოგადოება „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“.
გენერალური დირექტორი სამირ ველიევი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“-ს აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ“?
- დიახ, განცხადება „სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“-ს აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.07.2014.
- როდის იქნა მიღებული „სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“-ს აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ“?
- „სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“-ს აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 22.07.2014. მიმღები ორგანო — სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო". დოკუმენტის ნომერი — №06/162.
- სად არის „სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“-ს აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.07.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“-ს აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ“, №06/162, 22.07.2014 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.07.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2414113/