აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სს „ვანის საკონსერვო ქარხანა კონსერვის” საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

სს „ვანის საკონსერვო ქარხანა კონსერვის” (ს/კ229649244) გენერალური დირექტორი, საზოგადოების აქციონერებს აცნობებს, რომ 2014 წლის 4 აპრილს, 1400-ზე, მისამართზე: ქ. თბილისი, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია (ყოფილი ქართველიშვილის ქუჩა №2, ნოტარიუს ანჟელა მანიას სანოტარო ბიურო), გაიმართება საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება.

საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 11.03.2014 წ.

 

დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:

1. საზოგადოების სამეთვალყურეო წევრების არჩევა.

2. საზოგადოების კაპიტალის, გამოშვებული/განთავსებული აქციების ნომინალური ღირებულების განსაზღვრა.

3. საზოგადოების წესდების ახალი რედაქციით დამტკიცება.

4. სხვადასხვა საკითხების განხილვა.

 

სს „ვანის საკონსერვო ქარხანა კონსერვის” (ს/კ229649244) გენერალური დირექტორი რეკომენდაციას უწევს საზოგადოების აქციონრებს, რათა მათ მხარი დაუჭირონ კრებაზე განსახილველ საკითხებს.

საზოგადოების აქციონრებმა კრებაზე თავიანთი მონაწილეობის უფლება შეიძლება შეამოწმონ სს „ფოთის გემთსაშენის“ დამოუკიდებელ რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“, მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის ქ. №74ა (ი. მოსაშვილის ქ. №11), მე-7 სართული, ოფისი №714 ტელეფონი: + 995 32 2 22 53 51.

აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება კრების ჩატარების დღეს 13:30 სთ-ზე, დამთავრდება 14:00 სთ-ზე და იწარმოებს მისამართზე: ქ. თბილისი, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია (ყოფილი ქართველიშვილის ქუჩა №2, ნოტარიუს ანჟელა მანიას სანოტარო ბიურო). საზოგადოების აქციონერებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სს „ვანის საკონსერვო ქარხანა კონსერვი“

გენერალური დირექტორის

მინდობილი პირი                                                                                        დავით ხუნწარია

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“?
დიახ, განცხადება „აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.03.2014.
როდის იქნა მიღებული „აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“?
„აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 11.03.2014. მიმღები ორგანო — ს.ს."ვანის საკონსერვო ქარხანაკონსერვი". დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.03.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

განცხადება „აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“, №0, 11.03.2014 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2275903/