„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისა და გირაოს მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის N160/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №30/04 |
|
2014 წლის 17 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისა და გირაოს მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის №160/01 ბრძანებით (სსმ III, 17.12.2010, №165 მუხ. 2374) დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მონეტარული ოპერაციების უზრუნველყოფად გამოსაყენებელი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების და/ან სასესხო აქტივების ფინანსური გირაოს თითოეული ხელშეკრულებისა და თითოეული საერთაშორისო საბანკო გარანტიის მიხედვით, ეროვნული ბანკი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში ქმნის არამიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის ანალოგიურ ტექნიკურ საშუალებას, რომლის ღირებულება შეესაბამება ფინანსური გირაოს ხელშეკრულებისა და საერთაშორისო საბანკო გარანტიის თანხას ლარებში.”. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების დაუყოვნებელი ამოქმედება განპირობებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შეუფერხებლად და დროულად განხორციელების აუცილებლობით. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. |
|