„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის N160/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№58/04
სარეგისტრაციო კოდი
220010040.18.011.016446
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/03/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №58/04

2020 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის №160/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის N160/01 ბრძანებით (სსმ, №165, 17/12/2010) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების 141 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 142 მუხლი:

„მუხლი 142. სავალუტო ოპერაციები ბლუმბერგის სისტემის BMatch პლატფორმის მეშვეობით

1. ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას ბლუმბერგის სისტემის BMatch პლატფორმის მეშვეობით უცხოური ვალუტის ყიდვის და/ან გაყიდვის თაობაზე, თავის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად.

2. ბლუმბერგის სისტემის BMatch პლატფორმაზე ეროვნულმა ბანკმა განაცხადი შეიძლება დადოს უკვე არსებული განაცხადის დასაკმაყოფლებლად (შესაბამისი კურსით ან მოცულობით) და/ან ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული კურსით და მოცულობით.

3. ბლუმბერგის სისტემის BMatch პლატფორმის მეშვეობით ეროვნული ბანკის მიერ დაკმაყოფილებული განაცხადების ანგარიშსწორება განხორციელდება ამავე დებულების მე-14 მუხლის მე-5 და მე-8-მე-13 პუნქტების შესაბამისად.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების დაუყოვნებელი ამოქმედება განპირობებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შეუფერხებლად და დროულად განხორციელების აუცილებლობით.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 26 მარტიდან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის N160/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის N160/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.03.2020.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის N160/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის N160/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 26.03.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №58/04. სარეგისტრაციო კოდი — 220010040.18.011.016446.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის N160/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის N160/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის N160/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.03.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის N160/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №58/04, 26.03.2020, სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016446 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.03.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4836297/