ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცებისშესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.03.2014 ძალადაკარგული 20.10.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.147.016053
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2014 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

 

ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცებისშესახებ
მუხლი 1
დამტკიცდეს ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესი  №1 დანართის  შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს  მოხელის დახასიათების ფორმა  №2  დანართის  შესაბამისად.
მუხლი 3
დამტკიცდეს სატესტაციო ფურცლის ფორმა   №3  დანართის  შესაბამისად.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი



დანართი    №1 
 

ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესი

 ეს წესი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესრულების მიზნით განსაზღვრავს ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესს.

მუხლი 1.  ზოგადი დებულებანი
1. ატესტაცია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხელის სამსახურებრივი საქმიანობის,   პროფესიული ჩვევების, კვალიფი­კაცი­ის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების შესაბამი­სობის შეფასება დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან.

2. ატესტაციას ექვემდებარება:

ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);

ბ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ.

3. ატესტაციას არ ექვემდებარება:

ა) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;

გ) მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით.

4. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის ბოლო წლის განმავლობაში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს.

5. მოხელე, რომელსაც უფლებამოსილება შეჩერებული აქვს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ატესტაციას გადის უფლება­მო­სილების აღდგენიდან არანაკლებ ერთი თვის შემდეგ.

 


მუხლი 2. ატესტაციის  მიზნები
ატესტაციის მიზანია:

ა) მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლო­ბე­ბისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ანდასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან;

ბ) მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება;

გ) საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;

დ) მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა;

ე) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისან გადამზადების საჭიროების დადგენა;

ვ) მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება;

ზ) მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა.


მუხლი 3. ატესტაციის პრინციპები
ატესტაცია ეფუძნებაშემდეგ პრინციპებს:

ა) ობიექტურობა – ატესტაციის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმი­ნაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა;

ბ) გამჭვირვალობა – ატესტაციისას გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და ცნობილი ყველა მოხელისათვის;

გ) არადისკრიმი­ნაციულობა – ატესტაციის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა თანასწორობას განურჩევლად რასის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალუ­რი კუთვნილებისა;

დ) საჯაროობა – ატესტაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და ატესტაციის შედეგები ხელმი­საწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;

ე) კოლეგიურობა – ატესტაციის ეტაპები უნდა ჩატარდეს და შედეგები უნდა დამტკი­ცდეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ;

ვ) კორექტულობა – ატესტაციის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო-საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილ­განწყობილი და არ ახდენდეს მოხელეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.


მუხლი 4. ატესტაციის  დრო
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

2. ატესტაციას  დაქვემდებარებულ მოხელეთა სიასა და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

3. ატესტაციის გრაფიკი, ინფორ­მაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპე­ბის, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.


მუხლი 5. ატესტაციის ჩატარების პროცედურ 
1. ატესტაციას ატარებს შესაბამისი დაწესებულების საკონკურსო-საატესტაციო კომისია.

2. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურში წარადგენს დახასიათებას თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი №2). იმავე ფორმას ავსებს და წარადგენს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურში ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე.

3. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას.

4. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.

5. ატესტაცია ჩატარდება გასაუბრების ფორმით.

6. გასაუბრების პროცესში, დაკავებულ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახუ­რებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში.

7. ატესტაციის დროს მოხელესთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც მოხელე მუშაობს.

8. ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, მოხელე იღებს ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას.


მუხლი 6. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

2. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომი­სიის წევრ­თა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა.

3. საჭიროების შემთხვევაში კომისია ისმენს მოხელის და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს.

4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.

5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

6. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა:

ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;

ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;

გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);

დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.

7. საჭიროების შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის ან სპეციალური წოდების მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ.


მუხლი 7. ატესტაციის შედეგები
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა. დასკვნა ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

2. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში (დანართი №3) , რომელიც ივსება ერთ ცალად და დახასიათებებთან ერთად ერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

3. მოხელე საატესტაციო ფურცელს ეცნობა და ხელს აწერს მისი შევსებიდან 2 დღეში.

4. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია საკრებულოს თავმჯდომარეს მოახსენებს ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში.

5. საკრებულოს თავმჯდომარე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მოხელისათვის სპეციალური წოდების ან/და საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის, მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის დაწინაურების ან დაქვეითების შესახებ.

6. თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას,დამნიშვნელ პირს უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან.

8. ატესტაციის დასრულებად ითვლება ამ წესის მე-8 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულება.


მუხლი 8. საპრეტენზიო კომისია
1. ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, ატესტაციის ჩატარებისათვის პასუხისმგებელი საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია.

2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.

3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმ­ჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, მოწვეულები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში.

4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსი­ლია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.

7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელ­საც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.

8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

9.მოხელეს საპრეტენზიო კომისიისათვის მიმართვის უფლება აქვს ატესტაციის შედეგების გამოცხადებიდან/საატესტაციო ფურცლის გაცნობიდან არაუგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება 3 დღეში, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად დგება ოქმი და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.

10. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო


მუხლი 9. ატესტაციის შედეგების გასაჩივრება
ატესტაციის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. 


 

დანართი  №2

 

მოხელის დახასიათება

 

სახელი, გვარი _______________________________________________________________________

დაკავებული თანამდებობა_____________________________________________________________

___________________________________________________________________________________

სამსახურებრივი მოვალეობების ჩამონათვალი

____________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________

საატესტაციო პერიოდში შესრულებულ საკითხთა ჩამონათვალი და შედეგების შეფასება

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

პროფესიული და ინდივიდუალური ჩვევები

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

დადებითი და უარყოფითი მხარეები

_________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

წახალისება

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები

________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

წინადადებები კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, თანამდებობრივი დაწინაურების, სპეციალური წოდების ან საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ

______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

ხელმოწერა________________________

თარიღი______________________.


 

                                                                                                                                                                       დანართი  №3

 

საატესტაციო ფურცელი

 

მოხელის სახელი, გვარი __________________________________________________________

 

დაბადების თარიღი და ადგილი ____________________________________________________

 

დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის (არჩევის) თარიღი

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

თანამდებობრივი რანგი, საკლასო ჩინი, სპეციალური წოდება

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

განათლება (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა)

________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო წოდება

________________________________________________________________________________

 

შრომის საერთო სტაჟი (მ/შ საჯარო სამსახურში)            ______________________________

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა                 ______________________________

________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია _____________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

შენიშვნა ___________________________________________________________

 

კომისიის თავმჯდომარე __________________________

კომისიის წევრები ___________________________

თარიღი ____________________________.