მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტის არაორგანოგადანერგილ ბენეფიციართათვის უსასყიდლოდ გადაცემის ერთჯერადი აქციის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 04/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2

2012 წლის 4 იანვარი

ქ. თბილისი

მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტის არაორგანოგადანერგილ ბენეფიციართათვის უსასყიდლოდ გადაცემის ერთჯერადი აქციის შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაცია მედიკამენტ „ციკლოსპორინის“ არაორგანოგადანერგილ ბენეფიციართათვის გადაცემის ერთჯერადი აქციის განხორციელების შესახებ.

 2. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უზრუნველყოს ზემოაღნიშნული აქციისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს, 2012 წლის 15 თებერვლამდე გასცეს თანხმობის წერილები ცალკეულ ბენეფიციარზე წარმოდგენილი ფორმა №IV-100/ა-ის საფუძველზე, რომელშიც დაზუსტებული იქნება მედიკამენტის საჭირო რაოდენობა თებერვლის ბოლომდე.

4. „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილების 27-ე დანართის (მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა) მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელმა უზრუნველყოს ბენეფიციარებზე მედიკამენტის გაცემა წარმოდგენილი თანხმობის წერილისა და რეცეპტის საფუძველზე.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური