თავი V — მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესი და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის უფლებრივი მდგომარეობა
1. განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით:
ა) თუ მას დაუდგინდა საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
ბ) თუ მან მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დასადგენად წარადგინა ყალბი დოკუმენტები ან არასწორი ინფორმაცია სტატუსის დადგენისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ;
გ) თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ;
დ) თუ შეუძლებელია მისი იდენტიფიცირება;
ე) თუ მის მიმართ არსებობს „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1954 წლის კონვენციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები.
2. პირს შეუწყდება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, თუ:
ა) მან მიიღო ან მას დაუდგინდა საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
ბ) გამოვლინდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი;
გ) მასზე პასუხისმგებლობა აიღო „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1954 წლის კონვენციის ხელშემკვრელმა რომელიმე სახელმწიფომ ამავე კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად.
3. (ამოღებულია 30.03.2021, №428).
საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №428 – ვებგვერდი, 13.04.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.03.2021-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.03.2021 კანონი №428
წინა რედაქცია (17.03.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე უარის თქმისა და მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები 1. განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით: ა) თუ მას დაუდგინდა საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; ბ) თუ მან მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დასადგენად წარადგინა ყალბი დოკუმენტები ან არასწორი ინფორმაცია სტატუსის დადგენისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ; გ) თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ; დ) თუ შეუძლებელია მისი იდენტიფიცირება; ე) თუ მის მიმართ არსებობს „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1954 წლის კონვენციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები. 2. პირს შეუწყდება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, თუ: ა) მან მიიღო ან მას დაუდგინდა საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; ბ) გამოვლინდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი; გ) მასზე პასუხისმგებლობა აიღო „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1954 წლის კონვენციის ხელშემკვრელმა რომელიმე სახელმწიფომ ამავე კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად. 3. ს(აქართველოში მოქალაქღეობის არმქონე პირის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის მიღებიდან 1 თვის შემდეგ 30.03.2021, №428).