1. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, ვიზის გაცემის უფლებამოსილების მქონე უწყება ვალდებულია D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემიდან 2 კვირის ვადაში საჯარო რეესტრს მიაწოდოს D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მქონე უცხოელის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) და ინფორმაცია იმ უძრავი ნივთის საკადასტრო კოდის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც მიიღო უცხოელმა D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა.
2. სააგენტო ვალდებულია ამ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის ან იმავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემიდან 2 კვირის ვადაში საჯარო რეესტრს მიაწოდოს მოკლევადიანი ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) და ინფორმაცია იმ უძრავი ნივთის საკადასტრო კოდის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც მიიღო უცხოელმა მოკლევადიანი ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა.
3. საჯარო რეესტრი ვალდებულია D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების შეწყვეტის უფლებამოსილების მქონე ორგანოს შეატყობინოს იმ უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეწყვეტის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც მიიღო უცხოელმა D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა. ასეთი შეტყობინება უნდა განხორციელდეს აღნიშნულ უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში.
4. საჯარო რეესტრი ვალდებულია სააგენტოს შეატყობინოს იმ უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეწყვეტის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც გაიცა მოკლევადიანი ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა. ასეთი შეტყობინება უნდა განხორციელდეს აღნიშნულ უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში.
5. დამსაქმებელი ვალდებულია ბინადრობის ნებართვის მქონე დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში ამის შესახებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 5 დღის ვადაში შეატყობინოს სააგენტოს. დამსაქმებელს აღნიშნული ინფორმაციის შეუტყობინებლობის ან არაჯეროვანი შეტყობინების შემთხვევაში დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს 2019 წლის 30 მაისის კანონი №4741 – ვებგვერდი, 05.06.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.05.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.05.2019 კანონი №4741
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.06.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 201. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება 1. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, ვიზის გაცემის უფლებამოსილების მქონე უწყება ვალდებულია D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემიდან 2 კვირის ვადაში საჯარო რეესტრს მიაწოდოს D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მქონე უცხოელის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) და ინფორმაცია იმ უძრავი ნივთის საკადასტრო კოდის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც მიიღო უცხოელმა D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა. 2. სააგენტო ვალდებულია ამ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის ან იმავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემიდან 2 კვირის ვადაში საჯარო რეესტრს მიაწოდოს მოკლევადიანი ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) და ინფორმაცია იმ უძრავი ნივთის საკადასტრო კოდის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც მიიღო უცხოელმა მოკლევადიანი ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა. 3. საჯარო რეესტრი ვალდებულია D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების შეწყვეტის უფლებამოსილების მქონე ორგანოს შეატყობინოს იმ უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეწყვეტის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც მიიღო უცხოელმა D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა. ასეთი შეტყობინება უნდა განხორციელდეს აღნიშნულ უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში. 4. საჯარო რეესტრი ვალდებულია სააგენტოს შეატყობინოს იმ უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეწყვეტის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც გაიცა მოკლევადიანი ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა. ასეთი შეტყობინება უნდა განხორციელდეს აღნიშნულ უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში. 5. დამსაქმებელი ვალდებულია ბინადრობის ნებართვის მქონე დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში ამის შესახებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 5 დღის ვადაში შეატყობინოს სააგენტოს. დამსაქმებელს აღნიშნული ინფორმაციის შეუტყობინებლობის ან არაჯეროვანი შეტყობინების შემთხვევაში დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს 2019 წლის 30 მაისის კანონი № 4741 – ვებგვერდი, 05.06.201 9წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 17/03/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება