1. ამ კანონის მე-15 მუხლის:
ა) „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვები პირველად გაიცემა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით;
ა1) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა (გარდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) პირველად გაიცემა 1 წლის ვადით;
ბ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა 6 წლის ვადით;
გ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა 3 წლის ვადით;
დ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ბინადრობის ნებართვა, თუ უცხოელზე საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას საქართველოს მთავრობის წევრი წარადგენს, პირველად გაიცემა 5 წლამდე ვადით;
ე) „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს 5 წლის ვადით. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი ვალდებულია ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის ფლობის პერიოდში ყოველწლიურად, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის ყოველი წლის ამოწურვამდე სააგენტოს საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − შემოსავლების სამსახურიდან წარუდგინოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან წლიური ბრუნვის შესახებ. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება, თუ უცხოელს არ დაუდასტურდება მის მიერ საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, მეორე წლის განმავლობაში − არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში − არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა. 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირი ვალდებულია შეინარჩუნოს იმ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც გაიცა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, ან ამ კანონის 21-ე მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დაცვით ჩანაცვლებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება;
ვ) „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს და მისი მოქმედების ვადა თითოეულ ჯერზე გაგრძელდეს 1 წლით. აღნიშნული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება, თუ უცხოელს შეუწყდება შესაბამის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება;
ზ) „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მუდმივი ცხოვრების ნებართვა და „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უვადო ბინადრობის ნებართვა გაიცემა მუდმივი ცხოვრების უფლებით;
თ) „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა 3 წლის ვადით.
2. განსაკუთრებულ შემთხვევაში დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად შეიძლება გაიცეს 5 წლის ვადით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებისა) და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვების მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 წლამდე, უცხოელის საქართველოში სავარაუდო ყოფნის ვადით, იმავე პირობებით, რომლებითაც გაიცა ის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელებასაც ითხოვს უცხოელი. თუ უცხოელი ინარჩუნებს იმ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას, რომლის საფუძველზედაც მასზე გაიცა ამ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, იგი თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან.
31. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 3-3 წლით, არაუმეტეს 12 წლამდე.
4. მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით ან რომელიც 1993 წლის 31 მარტისთვის მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალა და 1993 წლის 31 მარტის შემდეგ არ მოხსნილა საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან, ბინადრობის ნებართვა გაიცემა მუდმივი ცხოვრების უფლებით.
5. უვადო ბინადრობის ნებართვის მისაღებად იმ უცხოელმა, რომელზედაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცა მის მიერ 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე და რომელიც 5 წლის განმავლობაში ფლობდა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების 5-წლიანი ვადის ამოწურვამდე უნდა მიმართოს სააგენტოს და უნდა წარუდგინოს მას ინფორმაცია საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემიდან მე-5 წლის ბრუნვის შესახებ, რომლითაც დასტურდება მის მიერ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მე-5 წელს არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ბრუნვა, ხოლო იმ უცხოელმა, რომელზედაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცა მის მიერ 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის მე-5 წლის ამოწურვამდე უნდა მიმართოს სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან (შემდგომ − საჯარო რეესტრი) უნდა წარუდგინოს მას ცნობა ჯამურად 5 წლის განმავლობაში იმ უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც გაიცა მასზე საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, ან ამ კანონის 21-ე მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დაცვით ჩანაცვლებული უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის შესახებ.
6. თუ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი სააგენტოს უვადო ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნით მიმართავს, მას სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე უნარჩუნდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა.
საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3602 – ვებგვერდი, 15.05.2015წ.
საქართველოს 2019 წლის 30 მაისის კანონი №4741 – ვებგვერდი, 05.06.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №428 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №670 – ვებგვერდი, 13.06.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №865
- 12.06.2025 კანონი №670
- 30.03.2021 კანონი №428
- 30.05.2019 კანონი №4741
- 08.05.2015 კანონი №3602
წინა რედაქცია (17.03.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16. ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა 1. ამ კანონის მე-15 მუხლის: ა) „ა“–−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვები პირველად გაიცემა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით; ა1) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა (გარდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გაზღთვალისწინებული შემთხვევისა) პირველად გაიცემა 1 წლის ვადით; ბ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა 6 წლის ვადით; გ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა 3 წლის ვადით; დ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ბინადრობის ნებართვა, თუ უცხოელზე საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას საქართველოს მთავრობის წევრი წარადგენს, პირველად გაიცემა 5 წლამდე ვადით; ე) „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს 5 წლის ვადით. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი ვალდებულია ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის 6 ფლობის პერიოდში ყოველწლიურად, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის ყოველი წლის ამოწურვამდე სააგენტოს საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − შემოსავლების სამსახურიდან წარუდგინოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან წლიური ბრუნვის შესახებ. 2საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება, თუ უცხოელს არ დაუდასტურდება მის მიერ საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, მეორე წლის განმავლობაში − არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში − არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა. 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირი ვალდებულია შეინარჩუნოს იმ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც გაიცა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, ან ამ კანონის 21-ე მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დაცვით ჩანაცვლებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება; ვ) „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს და მისი მოქმედების ვადა თითოეულ ჯერზე გაგრძელდეს 1 წლით. აღნიშნული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება, თუ უცხოელს შეუწყდება შესაბამის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება; ზ) „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მუდმივი ცხოვრების ნებართვა და „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უვადო ბინადრობის ნებართვა გაიცემა მუდმივი ცხოვრების უფლებით; თ) „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა 3 წლის ვადით. 2. განსაკუთრებულ შემთხვევაში დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად შეიძლება გაიცეს 5 წლის ვადით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებისა) და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვების მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 წლამდე, უცხოელის საქართველოში სავარაუდო ყოფნის ვადით, იმავე პირობებით, რომლებითაც გაიცა ის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელებასაც ითხოვს უცხოელი. თუ უცხოელი ინარჩუნებს იმ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას, რომლის საფუძველზედაც მასზე გაიცა ამ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, იგი თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან. 31. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 3-3 წლით, არაუმეტეს 12 წლამდე. 4. მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით ან რომელიც 1993 წლის 31 მარტისათვის მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალა და 1993 წლის 31 მარტის შემდეგ არ მოხსნილა საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან, ბინადრობის ნებართვა გაიცემა მუდმივი ცხოვრების უფლებით. 35. უვამ კადო ბინადრობის ნებართვის მისაღე-15 ბად იმ უცხოელმა, რომელზედაც საინვეს „ზ“ ტიციო ბინადრობის ნება „რთ“ ქვა გაიცა მის მიეპურ 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენქტის ოდენობითს ინვესტიციის განხორციელების საზღფუძველზე და რუომელიც 5 წლის გაქნმართველობაში მუფლობდმა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას, საინვესტიციო ბი გნადრობიცს ნებართვის მოქმედების 5-წლიანი ვადის ამოწურვამდე უნდა მიმართოს სააგენტოს და უნდა წარუდგინოს მას ინფორმაცია საინვესტიცხიოვ ბინადრობის ნებართვის უფგაცემიდან მე-5 წლის ბრუნვის შესახებ, რომლით. 4. აც დასტურდება მის მიერ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მე-5 წელს არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ბრუნვა, ხოლო იმ უცხოელმა, რომელზედაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცა მის მიერ 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის მე-5 წლის ამოწურვამდე უნდა მიმართოს სააგენტოს და საჯარძო სამართლის იურიდიული პირიდან − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან (შემდგომ − საჯარო რეესტრი) უნდა წარუდგინოს მას ცნობა ჯამურად 5 წლის განმავლობაში იმ უძრავი ნივთის საკუთრე პბაში ქონის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც გაიცა მასზე საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, რან ამ კანონის 21-ე მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დაცვით ჩანაც გვლებული უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის შესახებ. 6. თუ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი სააგენტოს უვადო ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნით მიმართავს, მას სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე უნარჩუნდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა.