საჯარო სამართლის იურიდიული პირ „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის“ შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №18
2014 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის“ შექმნის
შესახებ
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრი“.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის“ სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (დ. ჯაიანი) უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის'' დებულების პროექტის დასამტკიცებლად და ხელმძღვანელის კანდიდატურის დასანიშნად წარმოდგენა.
4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (დ. ჯაიანი) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. ხორავა) უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრისათვის“ საჭირო ქონების გადაცემასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. ხორავა) წარმოადგინოს წინადადებები „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ.
6. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია).
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვ. ყოლბაია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირ „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის“ შექმნის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.11.2017.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირ „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის“ შექმნის შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირ „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის“ შექმნის შესახებ“ მიღებულია 11.03.2014. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.32.061.016083.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირ „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის“ შექმნის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 13.11.2017-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირ „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის“ შექმნის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირ „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის“ შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.11.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირ „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის“ შექმნის შესახებ“, №18, 11.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016083 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2278996/