„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №2426 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№34
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 18/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №34

2012 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

 „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების  შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №2426 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,  „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების  შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №2426 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

 „ა)ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარსა და ონის მუნიციპალიტეტის ქალაქ ონში ტერიტორიულ ორგანოთა ადმინისტრაციული შენობების პროექტირება, მშენებლობა, კომპიუტერული ტექნიკით და ავეჯით აღჭურვა;“.

პრემიერ-მინისტრი                                                      ნ.გილაური