საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციისა (CERN) და საქართველოს მონაწილეობით განსახორციელებელი ერთობლივი პროექტების საქართველოს მხრიდან კოორდინატორის განსაზღვრისა და ამავე პროექტების ფარგლებში გათვალისწინებულ დაფინანსებასთან დაკავშირებით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №54
2012 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციისა (CERN) და საქართველოს მონაწილეობით განსახორციელებელი ერთობლივი პროექტების საქართველოს მხრიდან კოორდინატორის განსაზღვრისა დაამავე პროექტების ფარგლებში გათვალისწინებულ დაფინანსებასთან დაკავშირებით
საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციისა(CERN) და საქართველოს მონაწილეობით ერთობლივ ი პროექტებ ის კოორდინატორად განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ამავე პროექტებისათვის საჭირო ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციი დან (CERN) წარდგენილი ინვოისის შესაბამისი დაფინანსება უზრუნველყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა(პროგრამული კოდი: 32 04 03 01) .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური