„სს „ხრამჰესი-2“-თან საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 30 მარტის №660 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №375
2012 წლის 29 თებერვალი
ქ. თბილისი
„სს „ხრამჰესი-2“-თან საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 30 მარტის №660 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სს „ხრამჰესი-2“-თან საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 30 მარტის №660 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარის 11 პუნქტი:
„11. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სს „ხრამჰესი-2“-ის (ს/ნ 228882073) მიერ არადეკლარირებული და შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულება მოგების გადასახადში – 20 000 ლარი განისაზღვროს 2004-2005 წლების საანგარიშო პერიოდებისთვის. ამასთან, სს „ხრამჰესი-2“-ის (ს/ნ 228882073) მიერ 2006-2008 წლების პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციებში არადეკლარირებული ვალდებულების გამო აკუმულირებული ზარალი – 55 896 422 ლარი (მათ შორის: 2006 წელი – 1 774 349 ლარი, 2007 წელი – 125 311 ლარი და 2008 წელი – 53 996 762 ლარი) შემცირდეს 200 000 ლარით. შესაბამისად, 2009 წლის დეკლარაციაში წინა წლების ზარალი შემცირდეს 100 000 ლარით, ხოლო 2010 წლის დეკლარაციაში წინა წლების ზარალი – 100 000 ლარით.“.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა განახორციელოს შესაბამისი ცვლილება სს „ხრამჰესი-2“-თან (ს/ნ 228882073) გაფორმებულ საგადასახადო შეთანხმების აქტში.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური