„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2012 წლის 5 მარტის №5 სხდომის გადაწყვეტილების მოწონების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№377
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 07/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №377

2012 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

 „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2012 წლის 5 მარტის №5 სხდომის გადაწყვეტილების მოწონების თაობაზე

1. „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2012 წლის 5 მარტის №5 სხდომის გადაწყვეტილება მოქალაქეთა დაფინანსების, უკვე მიღებული დაფინანსების სერვისის მიმწოდებელ სხვა დაწესებულებებში გადამისამართების, 2011 წლის 23 დეკემბრის №40 სხდომის ოქმის 2.16 პუნქტში, 2011 წლის 28 დეკემბრის №41 სხდომის ოქმის 2.3 პუნქტში, 2012 წლის 27 თებერვლის №4 სხდომის ოქმის 1.79 პუნქტში დაშვებული უზუსტობების კორექტირებისა და 2012 წლის 13 თებერვლის №2 სხდომის 2.3 პუნქტის გაუქმების თაობაზე.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

 პრემიერ-მინისტრი                                                  ნ. გილაური