„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2012 წლის 23 იანვრის №1 სხდომის გადაწყვეტილების მოწონების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №94
2012 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2012 წლის 23 იანვრის №1 სხდომის გადაწყვეტილების მოწონების თაობაზე
1. „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე‑16 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნ ე ს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „რეფერალური მომსახურების“ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2012 წლის 23 იანვრის №1 სხდომის გადაწყვეტილება მოქალაქეთა დაფინანსების, უკვე მიღებული დაფინანსების სერვისის მიმწოდებელ სხვა დაწესებულებებში გადამისამართების, 2011 წლის 17 ნოემბრის №34 სხდომის ოქმის 1.31; 8 დეკემბრის №36 სხდომის ოქმის 1.215; 23 დეკემბრის №40 სხდომის ოქმის 2.8; 13 დეკემბრის №37 სხდომის ოქმის 1.41; 28 დეკემბრის №41 სხდომის ოქმის 3.28; 3.183; 3.363 პუნქტებში დაშვებული უზუსტობების კორექტირებისა და 2011 წლის 1 ნოემბრის №30 სხდომის ოქმის 3.2 პუნქტის გაუქმების თაობაზე.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილ ასიგნებ ათა ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური