„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2012 წლის 18 მაისის №14 სხდომის გადაწყვეტილების მოწონების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №941
2012 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2012 წლის 18 მაისის №14 სხდომის გადაწყვეტილების მოწონების თაობაზე
1. „საქართველოს 2012 წ ლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე -16 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნ ე ს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „რეფერალური მომსახურების“ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2012 წლის 18 მაისის №1 4 სხდომის გადაწყვეტილება მოქალაქეთა დაფინანსებისა და უკვე მიღებული დაფინანსების სხვა სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში გადამისამართების თაობაზე .
2.ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებები დაფინანსდეს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამისათვის დამტკიცებული ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 35 03 03 15).
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური