„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2012 წლის 18 ივლისის №23 სხდომის გადაწყვეტილების მოწონების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1405
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 20/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1405

2012 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

 „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2012 წლის 18 ივლისის №23 სხდომის გადაწყვეტილების  მოწონების თაობაზე

1. „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2012 წლის 18 ივლისის №23 სხდომის გადაწყვეტილება მოქალაქეთა დაფინანსების, უკვე მიღებული დაფინანსების სხვა სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში გადამისამართებისა და 2012 წლის 11 ივლისის №21 სხდომის ოქმის 1.268 პუნქტის გაუქმების თაობაზე.

2. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებები დაფინანსდეს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამისათვის დამტკიცებული ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 35 03 03 15).

 

 

პრემიერ-მინისტრი                                      ივანე მერაბიშვილი