„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2012 წლის 29 ივნისის №19 სხდომის გადაწყვეტილების მოწონების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1271
2012 წლის 5 ივლისი
ქ. თბილისი
„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2012 წლის 29 ივნისის №19 სხდომის გადაწყვეტილების მოწონების თაობაზე
1. „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2012 წლის 29 ივნისის №19 სხდომის გადაწყვეტილება მოქალაქეთა დაფინანსების, უკვე მიღებული დაფინანსების სხვა სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში გადამისამართებისა და 2012 წლის 22 ივნისის №18 სხდომის ოქმის 2.4 პუნქტის კორექტირების თაობაზე.
2. განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებები დაფინანსდეს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამისათვის დამტკიცებული ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 35 03 03 15).
პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი