საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1910
2012 წლის 23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
1 . „სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოს კანონის მე-3მუხლის მე-5პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს , რომ სსიპ – საქართველოს ეროვნულ ბანკს საკუთრებაში გადასცეს ქ . ბათუმში , შ. ხიმშიაშვილის ქ. №7- ში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 7160 კვ.მ. არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების ) საკადასტრო კოდი №05.24.05.045 ) განსათავსებელი შენობა -ნაგებობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მე-8 სართულზე განსათავსებელი 242 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სსიპ – საქართველოს ეროვნული ბანკის საკუთრებაში არსებული , ქ. ქუთაისში, პუშკინის ქ. №18/ქ. ქუთაისში, ა. წერეთლის ქ. №14- ში მდებარე 968 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საერთო ფართობით 1138.89 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №03.03.04.145) სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.
2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ს ი . მერაბიშვილი
მოვალეობის შემსრულებელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.10.2012.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“?
- „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“ მიღებულია 23.10.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1910. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.10.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“, №1910, 23.10.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2283704/