მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.03.2014 ძალადაკარგული 26.02.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.109.016096
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2014 წლის 17 მარტი

ქ. მარტვილი

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესისა“ და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს მარტვილის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, თანახმად დანართისა.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 მარტის №9 დადგენილება (ვებგვერდი, 27/03/2013, სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.109.016078).
მუხლი 3
მარტვილის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს საწყის ნორმატიულ ფასად.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 5
   დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ გოროზია



მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში ,,მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN=IMG x ITL x C x K,  სადაც:

ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG არის მარტვილის მუნიციპალიტეტის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.4-ს;
გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც  უდრის 1- ს;
დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 50-ს.
2. პირველი პუნქტის მიხედვით მარტვილის მუნიციპალიტეტში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

0,4

1

0,24

50

4,80

 

3. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. მარტვილში დადგენილი ფასის 40%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1.92 ლარს.
4. მარტვილის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია მარტვილის  მუნიციპალიტეტში დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1.44 ლარს.
5. მარტვილის მუნიციაპლიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია მარტვილის მუნიციპალიტეტში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,40 ლარს.