„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ოქტომბრის №1339 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №398
2012 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ოქტომბრის №1339 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ოქტომბრის №1339 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობით შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ კაპიტალის გაზრდა.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური