„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0314/18-1
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №0314/18-1

2014 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართს, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, დაემატოს ამ ბრძანების №1 დანართში მოცემული მონაცემები.

 2. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართიდან, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ამოღებულ იქნეს ნომერი 179.

 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 მ. როინიშვილი

 

დანართი №1

 

ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ - ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან

პირადი ინფორმაცია (სახელი(ები), დაბ. თარიღი და ადგილი, ეროვნება/მოქალაქეობა)

ფსევდონიმი

(ები), ზედმეტი სახელი(ები)

 

 

პასპორტის მონაცემები, პირადი ნომერი

მისამართი (ები), შესაძლო ადგილსამყოფელი

სიაში შეყვანის თარიღი

სხვა ინფორმაცია

1

2

3

4

5

6

7

311

სახელები:

ა) მალიკ (MALIK)

ბ) მუჰამმად (MUHAMMAD)

გ) იშაქ (ISHAQ)

 

დაბ.თარიღი:

დაახლოებით 1959

 

დაბ. ადგილი:

ა) რაჰიმ იარ ხან, პუნჯაბის პროვინცია, პაკისტანი ( Rahim Yar Khan, Punjab Province, Pakistan)

 

ეროვნება/მოქალაქეობა:

პაკისტანელი (Pakistani)

 

ა) მალიკ იშაქ (Malik Ishaq)

 

პასპორტის მონაცემები:

 

 

 

პირადი ნომერი:

 

პაკისტანი (Pakistan)

14.03.14

არის ლაშკარ ი ჯჰერთის (Lashkar i Jhangvi ) ერთი-ერთი დამფუძნებელი და ამჟამინდელი ლიდერი. ფიზიკური აღწერილობა: არის ფიზიკურად ძლიერი შავი ფერის თვალებით, შავი თმებით და ნახევრად ყავისფერი კანით, და ასევე მუქი შავი წვერით. ფოტო ხელმისაწვდომია ინტერპოლი - გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალური განაცხადში ჩასასმელად.