საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№426
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 07/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №426

2012 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ინტერნეტის საშუალებით გავრცელებისა და მასში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობის კანცელარიამ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს:

ა) საქართველოს შესახებ ვებგვერდის Georgia.gov.ge-ს ოპტიმიზაციისათვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა კომპანია ITDC-სგან;

ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის Facebook.com-ის ოფიციალურ გვერდზე სტუდენტებისათვის გამოცხადებული კონკურსისათვის „ათპუნქტიანი ალტერნატიული გეგმა“ ინტეგრირებადი სპეციალური Flash-აპლიკაციის დამზადების მომსახურებისა და კონკურსანტთა მონაცემთა ბაზაზე წვდომისათვის SSL სერტიფიკატის (საქონლის) სახელმწიფო შესყიდვა.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვა საქართველოს მთავრობის კანცელარიამ განახორციელოს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.

პრემიერ-მინისტრი                                         ნ. გილაური