საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1695
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024396
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 169 5

2017 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ტელე-რადიოსიუჟეტების დამზადების, რეგიონულ მედიებში განთავსებისა და Facebook გვერდის ადმინისტრირების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან („განათლებისა და მეცნიერების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება“ (პროგრამული კოდი: 32 01 01)).

 

 

პრემიერ-მინისტრი                                                                              გიორგი კვირიკაშვილი