📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თვითმმართველი ერთეულის - ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.03.2014
ძალის დაკარგვა 16.07.2014
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.162.016224
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 420 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.03.2014 მიღება
16.07.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე დავით იმერლიშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ერთეულის - ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №7 2014 წლის 21 მარტი ქ. ახმეტა თვითმმართველი ერთეულის - ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ    „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე -5 პუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თვითმმართველი ერთეულის - ახმეტ ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თვითმმართველი ერთეულის - ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 სექტემბრის №33 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 110922007, 26/09/2011, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.162.016057). მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარედავით იმერლიშვილი დანართი თვითმმართველი ერთეულის - ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო ეს წესი განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულის - ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულთა (შემდგომში – რწმუნებული) მიერ სამსახურებრივი ბეჭდის გამოყენების საფუძვლებსა და პირობებს. მუხლი 2🔗. რწმუნებულის მიერ ბეჭდის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები რწმუნებული სამსახურებრივ ურთიერთობებში ბეჭდის გამოყენებას ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოების (თანამდებობის პირების) სამართლებრივი აქტების შესაბამისად. მუხლი 3🔗. რწმუნებულის ბეჭედი და ხელმოწერა 1. რწმუნებულს აქვს სამსახურებრივი ბეჭედი, რომელიც მას გადაეცემა გამგებლის ბრძანების საფუძველზე, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით.  2. რწმუნებულის ბეჭედი გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას შესრულებული დოკუმენტების (ცნობა, ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტი, სანოტარო აქტი) დასამოწმებლად.  3. ბეჭდის ანაბეჭდი დაისმება ისე, რომ ტვიფრმა მოიცვას ხელმომწერი პირის თანამდებობის დასახელების ნაწილი. თუ დოკუმენტი შედგება ერთზე მეტი ფურცლისგან, ბეჭედი დაისმება ისე, რომ მან მოიცვას ყველა ფურცელი.  4. შესრულებულ დოკუმენტს რწმუნებულის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე არა აქვს იურიდიული ძალა.  5. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი ხელმოწერილია რწმუნებულის მიერ და არა აქვს დასმული ბეჭედი, დოკუმენტი უნდა წარედგინოს უფლებამოსილ რწმუნებულს ბეჭდის დასასმელად. თუ იმ დროისათვის ბეჭედი, რომელიც რწმუნებულს ჰქონდა მოქმედების შესრულების მომენტისთვის, განადგურებულია, მაშინ რწმუნებული ვალდებულია ხარვეზის გამოსასწორებლად დოკუმენტს დაუსვას ის ბეჭედი, რომელიც აქვს ხარვეზის გამოსწორების მომენტისათვის და ამის შესახებ დოკუმენტზე გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნა.  6. რწმუნებული პასუხისმგებელია ბეჭდის უსაფრთხო შენახვისათვის. ბეჭდის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.  7. ბეჭდის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში რწმუნებული ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს მუნიციპალიტეტის გამგებელს.  8. რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში ამ წესით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მისი დროებით შემცვლელი.